ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყაზახეთში სამხედრო სწავლებისას მინიმუმ 9 ჯარისკაცი დაიღუპა

ყაზახეთში, კასპიის ზღვაში მიმდინარე სამხედრო-საზღვაო სწავლებების დროს შტორმის შედეგად მინიმუმ 9 სამხედრო დაიღუპა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და შექმნილია სამთავრობო კომისია.

ყაზახეთში სამხედრო სწავლებისას მინიმუმ 9 ჯარისკაცი დაიღუპა
ყაზახეთში სამხედრო სწავლებისას მინიმუმ 9 ჯარისკაცი დაიღუპარადიო თავისუფლება

ყაზახეთის არმიის სულ მცირე ცხრა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა 24 სექტემბერს კასპიის ზღვაში მიმდინარე სამხედრო-საზღვაო სწავლებების დროს. შტორმმა ზღვაში ჩაითრია 19 სამხედრო. მათგან სამის გადარჩენა მოხერხდა. დადასტურებულია ცხრა ადამიანის სიკვდილი. დანარჩენებს ეძებენ: სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ სამხედრო-საზღვაო ძალების, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ავიაციისა და სხვა სამსახურების ქვედანაყოფები.

გამოცემა Lada.kz, რეპორტიორზე დაყრდნობით იუწყება შემთხვევის ადგილიდან, რომ წყლიდან ამოიტანეს კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის გვამი. ტელეარხმა „ატამეკენმა“ გავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვმა 12 ადამიანს მიაღწია, თუმცა ინფორმაციის წყარო არ მიუთითებია. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია.

ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტზე, ასევე შეიქმნა სამთავრობო კომისია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ილონ მასკი: ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ნაწილი, გათეთრების რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, უკან, ამერიკაში ბრუნდება და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას ხმარდება. სწორედ ამიტომ ხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამერიკაზე მეტად უკრაინაზე ზრუნავენწაიკითხე

უახლესი ამბები