ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ენერგეტიკული ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება, როცა ჭარბი ენერგია გვექნება - დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია გრძელვადიანი პროცესია და მისი გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება ქვეყანაში მეტი გენერაციისა და ჭარბი ენერგიის არსებობისას, რათა ფასები არ გაიზარდოს. პარალელურად, მთავრობის დადგენილებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა 2027 წლის პირველ ივლისამდე შეჩერდა დაბალი მოთხოვნისა და ერთადერთი გარიგების გამო, ხოლო ბირჟა მუშაობას დღით ადრე ბაზრის რეჟიმში გააგრძელებს.

ენერგეტიკული ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება, როცა ჭარბი ენერგია გვექნება - დავით ნარმანია
ენერგეტიკული ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება, როცა ჭარბი ენერგია გვექნება - დავით ნარმანიაBM.GE

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია შედარებით გრძელვადიანი პროცესია. მან ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის დღიური ბაზრის გახსნაზე BMG-ს კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება, როცა მეტი გენერაცია გაჩნდება.

"ბაზრის ლიბერალიზაცია შედარებით გრძელვადიანი პროცესია. ტექნიკური სისტემა გამართულია. მნიშვნელოვანი არის დამატებით სიმულაციების გაკეთება ბაზრის გახსნის შემთხვევაში, რომ ენერგიაზე ფასები არ გაიზარდოს. ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება მაშინ, როცა უფრო მეტი გენერაცია გაჩნდება ქვეყანაში, ანუ როცა უფრო მეტი ჭარბი ენერგია გვექნება. ამ შემთხვევაში, როცა მიწოდება უფრო მეტი იქნება, ვიდრე მოთხოვნა, ფასი დაიკლებს", - ამბობს ნარმანია.

ენერგეტიკული ბირჟა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის რეჟიმში 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. გარდამავალი მოდელის ამოქმედება პირველი ნაბიჯი იყო ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რისი ვალდებულებაც საქართველომ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ნაწილში აიღო. 1-ელი ოქტომბრიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 8 სექტემბერს გამოსცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღიური ბაზრის ოპერირება 2027 წლის პირველ ივლისამდე ჩერდება, ხოლო 2027 წლის პირველი ივლისიდან, დღიური ბაზრის ოპერირებას ბირჟის ოპერატორი უზრუნველყოფს. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ირაკლი გალდავა ამბობს, რომ ბირჟაზე დღიური ბაზრის ოპერირება შეჩერდა, რადგან მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო და გასულ წელს მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო. მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟა დღით ადრე ბაზრის რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბაზრის ლიბერალიზაცია შედარებით გრძელვადიანი პროცესია. ტექნიკური სისტემა გამართულია. მნიშვნელოვანი არის დამატებით სიმულაციების გაკეთება ბაზრის გახსნის შემთხვევაში, რომ ენერგიაზე ფასები არ გაიზარდოს. ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება მაშინ, როცა უფრო მეტი გენერაცია გაჩნდება ქვეყანაში, ანუ როცა უფრო მეტი ჭარბი ენერგია გვექნება. ამ შემთხვევაში, როცა მიწოდება უფრო მეტი იქნება, ვიდრე მოთხოვნა, ფასი დაიკლებს“
დავით ნარმანია
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.