მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრებზე მთავარი აქცენტი ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებასა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაზე გაკეთდა. ასევე განიხილეს არსებული ტვირთგამტარობის 15 მლნ-დან 29 მლნ-მდე გაზრდა და ინვესტიციების მოზიდვა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული შეხვედრების შემდეგ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც ორ ქვეყანას სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო დააახლოებს.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრები საგარეო ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრებთან. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ორ ქვეყანას სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - გაზრდილია ინტერესი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებზე, ისევე როგორც უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვექნება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა არის ძალიან გაუმჯობესებული უშუალოდ საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით - კონკრეტულად, დუბაიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.
„შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოზე, რომელმაც ძალიან გააძლიერა მისი როლი შუა დერეფნის კონტექსტში. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უახლოესი პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი და უფრო კონკრეტულად, თუ როგორ ვზრდით ჩვენ არსებულ ტვირთგამტარობას 15 მლნ-დან 29-მლნ-მდე, რაც მათ შორის გულისხმობს საპორტო, სარკინიგზო ისევე როგორც სახმელეთო და საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით მოადგილეებთან: გენადი არველაძესთან და ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად იმყოფება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.