Le Monde: ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

ფრანგული Le Monde-ის ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, განახლდა დისკუსია უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლების გაგზავნის შესაძლებლობაზე.

როგორც გამოცემა წერს, ეს საკითხი ხელახლა გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის შეჩერებას განიხილავს.

როგორც Le Monde წერს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია შარშან თებერვალში ემანუელ მაკრონმა გახსნა, თუმცა ამ ინიციატივას ევროპული ქვეყნების მხრიდან ხისტი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა, როგორც გამოცემის ჟურნალისტებს წყაროებმა უთხრეს, ეს თემა საბოლოოდ არ დახურულა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში ვიზიტისას დისკუსია ახალი ინტენსივობით განახლდა. კერძოდ Le Monde-ის მიხედვით, ლონდონი და პარიზი განიხილავენ ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?