არქივი16 ნოემბერი, 2023, 13:37
Instagram-მა რამზან კადიროვის 4 შვილის ანგარიშები დაბლოკა
Instagram-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის 4 შვილის ანგარიშები დაბლოკა. ადამ, ახმათ, ხამზათ და ელი კადიროვების ანგარიშები დაბლოკილია. ინფორმაციას X-ზე NEXTA ავრცელებს. Instagram-ს თავად რამზან კადიროვის ანგარიშებიც დაბლოკილი აქვს. დაიბლოკა ასევე რამდენიმე ჩეჩნური გვერდი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის შესახებ სიახლეებს ავრცელებდა.
Youtube-მა დაბლოკა ჩეჩნური სახელმწიფო სატელევიზიო კომპანია „გროზნის“ არხი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.