ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

GWP-ის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ამერიკის ბაზარზე შედის

GWP-ის მფლობელი, წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia აშშ-ს სიდიდით მეორე შტატში, ტეხასში იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.
როგორც GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან.
„Aqualia 2023 წელს საუკეთესო წყალმომარაგების კომპანიად დასახელდა, რომელიც წყალმომარაგების დარგში ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში - მეცხრე ადგილზეა და 43 მილიონ ადამიანზე მეტს ემსახურება 18 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. 2022 წელს Aqualia-ს ჯამურმა ბრუნვამ 1,4 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო ბიზნეს პორტფელის ღირებულებამ 18 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრირებისა და ზრდის სტრატეგიის შესაბამისად Aqualia-მ კომპანია Municipal District Services-ს (MDS) საკონტროლო პაკეტი შეიძინა, რომელიც ამერიკის შტატ ტეხასში 364,000-ზე მეტ ადამიანს უწევს წყალმომარაგების სერვისს.
კომპანია MDS 16 წელია ოპერირებს წყალმომარაგების დარგში და ამჟამად ჰიუსტონში სიდიდით მეორე კოპანიაა. MDS კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მაღალი სტანდარტის მომსახურებაზე და ორიენტირებულია მომხმარებელზე, რაც სრულად შეესაბამება Aqualia-ს ადამიანებზე ორიენტირებული საჯარო სერვისის კულტურას.
MDS საკონტროლო პაკეტის შეძენით Aqualia გახდება ერთ-ერთი წამყვანი წყალმომარაგების სერვისის კომპანია შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.