არქივი18 დეკემბერი, 2023, 17:58
Geo Team: ჩაკვეტაძე უკმაყოფილოა და შეიძლება "სლოვანში" დაბრუნდეს
გიორგი ჩაკვეტაძეს "უოტფორდში" თავის გამოჩენის საშუალება თითქმის არ ეძლევა და არაა გამორიცხული, "უოტფორდი" დატოვოს და "სლოვანში" დაბრუნდეს, - ამ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს:
"ბრატისლავის "სლოვანი" იჯარის წესით გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს. "გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე ვმუშაობთ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება", - დაადასტურა სლოვანის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გიორგი ჩაკვეტაძეს და "უოტფორდის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგება, სადაც ქართველის მომავალს განიხილავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.