ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EU-ის დირექტორატი: სამინისტროებს სამოქალაქო საზოგადოებაზე 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყოთ

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
DG NEAR-ი წერს, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში დაზუსტება.
"ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო", - წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი.
დირექტორატი 2019-2024 წლებში 10 უმსხვილესი ბენეფიციარის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:
· 111.55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები;
· 101.40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო;
· 62.75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო;
· 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
· 30.5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
· 25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
· 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
· 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
· 10.5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო;
· 7.4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია;
მე-11 არის საქართველოს პარლამენტი - 4.8 მილიონი ევრო
გარდა ამისა, 2019-2024 წლებში საჯარო ადმინისტრაციებმა ევროკავშირისგან დახმარების სახით 517.8 მილიონი ევრო მიიღეს, მათ შორის 75 მილიონი ევრო Covid-პანდემიის დროს - სესხით სახით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას - მათ 46.1 მილიონი ევრო გამოუყეს, ხოლო კერძო სექტორმა 6.1 მილიონი ევრო მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.