Edison Research: მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 36% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 1 000 ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/–2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.