ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

cnews.ge: ნიკოლოზ წულუკიძემ „იმედი“ დატოვა

cnews.ge: ნიკოლოზ წულუკიძემ „იმედი“ დატოვა

თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ CNews-ს სანდო წყარომ დაუდასტურა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წულუკიძემ „იმედი“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე დატოვა, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ ამბავი არ გაასაჯაროვა და ეთერში ჩაწერილი გადაცემები გადიოდა, სადაც წულუკიძე კვლავ წამყვანის ამპლუაში იყო.

ცნობისთვის, „არხის“ დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არც თავად წულუკიძეს გაუკეთებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მან ღიად გამოხატა მხარდაჭერა, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, რომელიც სინდისის პატიმარია.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.