Bloomberg – თურქეთი და გაერო რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს ორგანიზებას უწევენ

თურქეთი და გაერო რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს ორგანიზებას უწევენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg -ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს მთავარი ხაზი იქნება იმ ქვეყნების პრობლემები, რომლებიც სურსათზე ფასების ზრდის გამო დაზარალდნენ. აღნიშნული ინიციატივის მიზანია გაიმეოროს 2022 წარმატებული კამპანია შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.

წყაროს ცნობით, შეხვედრები ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის – “ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრი” – წარმომადგენლები კი შუამავლების როლში იქნებიან.

აღინიშნება, რომ სექტემბრის ბოლოს, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამ დიპლომატიური ინიციატივისთვის სტარტი უნდა მიეცა. მას შეუერთდნენ თურქი მაღალჩინოსნები, ასევე აშშ-ის, ევროპის და ინდოეთის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ

ნიკოლოზ ვაშაკიძე: როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური ძალები საქართველოში მართლაც აიკრძალება და შესაბამისად იკვეთება ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად უკონკურენტო გარემოში აპირებს გასვლას