არქივი18 თებერვალი, 2026, 09:51
Axios - ჟენევაში პოლიტიკური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, - ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ინფორმაციით, ამის მიზეზი მოსკოვის წარმომადგენლის პოზიცია იყო.
„ორმა ინფორმირებულმა წყარომ მითხრა, რომ ჟენევაში პოლიტიკური ჯგუფის მოლაპარაკებები დღეს „ჩიხში შევიდა“. წყაროებმა აღნიშნეს, რომ ეს რუსეთის ახალი მთავარი მომლაპარაკებლის, ვლადიმერ მედინსკის მიერ გამოთქმული პოზიციებით იყო გამოწვეული“, - წერს ჟურნალისტი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.