მიმდინარე წელს ევროკავშირში საგრძნობლად გაიზრდება საარტილერიო ჭურვების წარმოება

ევროკავშირის კომისარმა შიდა ბაზრების საკითხებში, ტიერი ბრეტონმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საწარმოებს მიმდინარე წელს 1,3 მილიონი საარტილერიო ჭურვის წარმოება შეუძლიათ. ბრეტონი 19 იანვარს ტალინში გამოვიდა პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად. მისი სიტყვებით, ევროპის კომისია გააგრძელებს მუშაობას საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაზე და 2024 წლისთვის, შესაძლოა, 1,3-დან 1,4 მილიონამდე ჭურვს გამოუშვებს. ბრეტონმა განაცხადა, რომ მომავალ წელს […]

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი უსაფრთხო ადგილზეა – ზრუნვის სააგენტო

„14 წლის გოგო, რომელიც კახეთში, ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში. რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, ზრუნვის სააგენტო საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის შემდეგ: „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, […]

მჯერა, უახლოეს პერიოდში განხორციელდება გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე და ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ღარიბაშვილი | მელია

“ქართული ოცნება” შანსებში დარწმუნებულია და ძალაუფლებაში მეოთხე ვადით დასარჩენად ემზადება. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების თავდასხმები ოპონენტებზე ერთადერთ ფაქტორზე მიუთითებს – მმართველ პარტიას მარცხის ეშინია. “ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაიცლებით მეტი […]

მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, ნისლი… | სააგენტოს გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. სააგენტოს თქმით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

არასწორი პარკირებისთვის 2023 წელს თბილისის მერიამ რეკორდული, 19 მილიონის ჯარიმები აკრიფა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მუნიციპალური ჯარიმების შესრულების შესახებაც არის ინფორმაცია. დოკუმენტის თანახმად, თბილისში წინა წელთან შედარებით ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების მოცულობა გახუთმაგებულია და მან 19,024,257 ლარს მიაღწია. ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარიდან იწყება. “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე […]

ირანული მედია ადასტურებს, რომ სირიაში, საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 ოფიცერი დაიღუპა

ირანული მედია ადასტურებს, რომ სირიაში, საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 ოფიცერი დაიღუპა. „რევოლუციური გვარდიის სირიის დაზვერვის უფროსი, მისი მოადგილე და გვარდიის ორი სხვა წევრი ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას მოწამეობრივად ემსხვერპლნენ“, – აცხადებს ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სირიის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე საჰაერო დარტყმა, სავარაუდოდ, […]

სახალხო დამცველი წლებია თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ სტრუქტურულ ერთეულებს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას – ომბუდსმენი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რამდენიმე კონკრეტულ რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დროს გარკვეული სამოქალაქო აქტივისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვრცელი შეფასებით გამოეხმაურა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა, ამ პროცესში ყველაზე ცინიკური კი იყო ფაქტი, რომ ყველაზე აქტიური “სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი იყო. “ადამიანი, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის […]

არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კახეთში მომხდარ ფაქტზე

კახეთში მომხდარ 14 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე, ისინი უკვე ჩაერთნენ საქმეში. მათი ცნობით, დაზარალებული ახლა უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო […]

სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში ახალი არ არის “ქართული ოცნების” მხრიდან – თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე

შეტევა ეკლესიაზე და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. შალვა პაპუაშვილი ცალკეულ პოლიტიკოსებს, მედიის ნაწილსა და “სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელს აკრიტიკებს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში “ქართული ოცნების” მხრიდან ახალი არ არის. “სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში ახალი არ არის “ქართული ოცნების” მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაუვარდათ […]

ზამთრის ჯაზი გუდაურში – ფესტივალის ორგანიზატორები მასშტაბურ ღონისძიებებს აანონსებენ

ზამთრის ჯაზი გუდაურში – ფესტივალის ორგანიზატორები მასშტაბურ ღონისძიებებს აანონსებენ. სპეციალურად მოწყობილ სივრცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი ესტუმრება. ფესტივალი კი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რაც ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.