განათებების დემონტაჟის გამო, რუსთაველზე 21-22 იანვარს, ღამით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 21-22 იანვარს 00:00-დან 06:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთს შეეხება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე. მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვები იქნება […]
გივი მიქანაძე – მხარდაჭერის თვალსაზრისით ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე, ასევე კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში, თუ პარლამენტს მიღმა

მხარდაჭერის თვალსაზრისით ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე არასდროს ყოფილა, ასევე კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში, თუ პარლამენტს მიღმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ოპოზიციაში გამოცხადებულია სრული განგაში და ისინი პანიკურ სიტუაციაში არიან ჩავარდნილი. „დღეს ოპოზიცია […]
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო და სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლა. „ჰეზბოლას“ სარაკეტო შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დამასკში დაიღუპნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოთხი წევრი დაიღუპა ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტოს თანახმად, შენობა სრულიად განადგურებულია. მას იყენებდნენ ირანელი მრჩევლები, რომლებიც სირიის მთავრობას უჭერენ მხარს. რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ხუთი დაღუპულის შესახებ იტყობინება. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ მომხდარს „ისრაელის აგრესიის აქტი“ უწოდა. ირანის […]
“მოლოდინია, რომ თებერვალში მეტი ტურისტი ჩამოვა და ტენდენცია პოზიტიურად შეიცვლება”-“დო”

გუდაურში მდებარე, ახლად გახსნილი ღვინის ბარი „დო“ BM.GE-სთან ზამთრის სეზონს აფასებს. ბარი გუდაურში ორი კვირაა გაიხსნა და მომხმარებლებს საფირმო კოქტეილებს, სენდვიჩებსა და მცირე მარნების მიერ წარმოებულ ღვინოს სთავაზობს. ბარის დამფუძნებლის, ირინა კობახიძის ინფორმაციით, იმისდა მიუხედავად, რომ სეზონი კარგია, აქტიური დატვირთვა ძირითადად პარასკევიდან კვირის ჩათვლით მოდის, ხოლო კვირის დღეებში ბარი ნაკლებადაა დატვირთული. „მომხმარებლების ნაკლები რაოდენობა ვფიქრობ, […]
შანსები, როგორც არ ჰქონიათ ბოლო 12 წლის მანძილზე, ასევე არ ექნებათ ახლაც – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და 2024 წლის არჩევნებზე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პარტიების გეგმები. მმართველი გუნდი მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს. “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსები აქვთ, ეს პროგნოზი კი მათივე განმარტებით, არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებსა და სტაბილურობას, არამედ ოპოზიციაში […]
Reuters-ი – ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და „ჰეზბოლას“ მეთაურები იემენში იმყოფებიან და წითელ ზღვაში მოცურავე გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს ხელმძღვანელობენ

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და „ჰეზბოლას“ მეთაურები იემენში იმყოფებიან და წითელ ზღვაში მოცურავე გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს ხელმძღვანელობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოთხ რეგიონულ და ორ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, თეირანი „ჰუსიტებს“ უახლესი მოდელის დრონებს, საკრუიზო რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებსა და საშუალო მანძილის რაკეტებს აწვდის. ასევე, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურები […]
“მძიმე მდგომარეობაშია, მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვის სუნთქვაზე” – როგორია 12 წლის გოგოს გაუპატიურებაში მხილებული კაცის მდგომარეობა?

“მძიმე მდგომარეობაშია, მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვის სუნთქვაზე” – როგორია 12 წლის გოგოს გაუპატიურებაში მხილებული კაცის მდგომარეობა? ირკვევა, რომ უმძიმესი ფაქტის შემდეგ 45 წლამდე კაცს ქვისლმა, გოგონას მეორე ბიძამ მძიმე ჭრილობები დანით სხვადასხვა ადგილას მიაყენა. “45-წლამდე მამაკაცი, რომელიც შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, მძიმე მდგომარეობაშია. მას აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები, კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევარში […]
Microsoft-ი: რუსმა ჰაკერებმა კომპანიის ხელმძღვანელობის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს

კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა რუსი ჰაკერების იერიშის შესახებ, რის შედეგადაც გატეხეს კორპორაციული იმეილების ანგარიშები, მათ შორის – ხელმძღვანელობისა. კომპანიის უსაფრთხოების გუნდმა 12 იანვარს დააფიქსირა თავდასხმა და გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კიბერთავდასხმის უკან დგას ჯგუფი Midnight Blizzard, რომელსაც „რუსეთი უწევს სპონსორობას“, ნათქვამია კორპორაციის პრესრელიზში. ჰაკერებმა შეძლეს წვდომის მოპოვება Microsoft-ის კორპორაციული იმეილების ძალზე მცირე პროცენტზე. მათ შორის არის […]
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძე კურორტზე ზამთრის სეზონის მიმდინარეობას და საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნო. „კურორტზე 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად დამატებით 1500 ახალი განთავსების ადგილი […]