ორშაბათიდან მოსალოდნელია ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და ნალექიანი ამინდი – მეტეოროლოგი

ამინდის ფრონტზე დიდი ატმოსფერული მოძრაობის გამო სიურპრიზებია მოსალოდნელი – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს: იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ამინდის ფრონტზე დიდი ატმოსფერული მოძრაობის გამო სიურპრიზებია მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, შეიძლება გაიხსნას ერთგვარი “მაგისტრალი”, რომელიც ჩრდილოეთის ქვეყნებიდან სიცივეს და ნალექს მოიტანს. ორშაბათიდან (22 იანვარი) საქართველოში მოსალოდნელია ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთში […]

ერაყში, ალ-ასადის ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ

დასავლეთ ერაყში განთავსებულ ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. აშშ-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ ალ-ასადის ავიაბაზას, სადაც ამერიკული ჯარები არიან განთავსებული, ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ, რომელიც თავს ერაყის ისლამურ წინააღმდეგობას უწოდებს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ერაყელი სამხედრო დაიჭრა და რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ თავის ტვინის […]

დიდ დიღომში 200-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება | აღდგენის დრო

დიდ დიღომში 277 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. როგორც “თბილისი ენერჯი” წერს, მირიან მეფის ქუჩის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს დილით, 07:25 საათზე არაგეგმურად შეუწყდა და შუადღით, 16:00 საათზე აღდგება.

ომი უკრაინაში – ბოლო 24 საათის განმავლობაში 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა

ომი უკრაინაში გრძელდება – ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტმა დონეცკის ოლქის ნოვოგრადივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 3 სარაკეტო და 4 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასევე, განახორციელა 58 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. დაღუპულია და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. […]

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. თენგიზ ნასარიძემ, გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან იზორიასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა. როგორც მინისტრის […]

პოლიციამ იტალიაში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე, დემონსტრანტების დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა

პოლიციამ იტალიაში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე, დემონსტრანტების დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრაცია ქალაქ ვიჩენცაში, ოქროსა და სამკაულების სავაჭრო გამოფენის ტერიტორიასთან გაიმართა. როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები გამოფენაზე ისრაელის პავილიონის განთავსებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მედიის ცნობით, შეტაკებები გამოფენიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა და ღონისძიებაზე გავლენა არ მოუხდენია. ვიჩენცას მერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ „ძალადობას არავითარი […]

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს. 20 იანვარს ბელარუსის ლიდერი მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა. ვიზიტისას ლუკაშენკო შესამჩნევად კოჭლობს და ამბავს ასე იხსენებს: “შეშას ვჩეხავდი, 80-კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე. ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი. და მერე”… – ამბობს ლუკაშენკო. ტრავმის გამო ქვეყნის პირველმა პირმა ვერ მიიღო მონაწილეობა მოგილევის ოლქში […]

სლოვაკეთი რუსეთთან და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობას განაახლებს

სლოვაკეთის კულტურის სამინისტრო რუსეთთან და ბელარუსთან თანამშრომლობას განაახლებს. ინიციატივა კულტურის მინისტრ მარტინა შინკოვიჩს ეკუთვნის. “სამყაროში ათობით სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს და ჩვენი აზრით ამის გამო არ უნდა ზარალდებოდნენ მხატვრები და კულტურა”. – თქვა შინკოვიჩმა. სლოვაკეთმა კულტურის სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან და ბელარუსთან 2022 წლის მარტში მიღებული დოკუმენტის საფუძველზე შეაჩერა. დოკუმენტის თანახმად კულტურის სამინისტროს ეკრძალებოდა აგრესორი ქვეყნების კულტურის […]

დრონებმა იერიში მიიტანეს პორტზე ლენინგრადის ოლქში

21 იანვარს, გამთენიისას ძლიერი ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას საზღვაო პორტში. ცეცხლი გაუჩნდა კომპანია Novatek-ის კუთვნილ ერთ-ერთ ტერმინალს. დაზიანდა გაზის დიდი საცავი. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური პირები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერ არ ასახელებენ. თუმცა, fontanka.ru-ს ცნობით, ხანძარი გამოიწვია დრონის თავდასხმას. გამოცემა 47.News ხანძრის ამსახველ […]

ერაყში აშშ-ის ავიაბაზაზე იერიში მიიტანეს

20 იანვარს ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, აინ ალ-ასადზე, იერიში მიიტანეს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ავიაბაზის მიმართულებით ირანის მხარდაჭერილმა ტერორისტებმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. როგორც Reuters-ს ამერიკელმა თანამდებობის პირმა ანონიმურად უთხრა, თავდასხმის შედეგად აშშ-ის სამხედრო პერსონალმა მცირე დაზიანებები მიიღო. ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი პერსონალის ნაწილი ტვინის ტრავმატული დაზიანებებზე სამედიცინო შემოწმებას გადის. გარდა ამისა, ერაყის […]