8 (21) იანვარი – თბილისში წამებული წმიდა მოწამე აბო თბილელის ხსენების დღეა

წმიდა მოწამე აბო თბილელი. მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში […]

ხვიჩა VS ლაუტარო – ვინ აღმართავს იტალიის სუპერთასს?

იტალიის ჩემპიონი “ნაპოლი” და თასის მფლობელი “ინტერი” ერთმანეთს სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან – ორშაბათს, 22 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, “ალ-ავალ პარკზე”, ჩვენი დროით 23:00 სააათზე. მილანელების მიზანი ზედიზედ მესამე Supeecoppa-ს მოგება და საერთო რაოდენობით (9) “იუვენტუსთან” გათანაბრებაა, ნეაპოლელებს კი ამ ტიტულის დაუფლება მესამედ შეუძლიათ. 3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა ვალტერ მაცარის გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა; “ფიორენტინასთან” ჯერ სიმეონემ გაიტანა, […]

“სახანძრო უსაფრთხოებით დავიწყებთ, შემდეგ დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციას მოვახდენთ” – ოტია იოსელიანი

რამდენიმე დღის წინ, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მომხდარმა ხანძარმა რამდენიმე ექსპონატი და შენობის ზედა სართული დააზიანა. როგორც მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი ,,ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, დანაკარგი დიდი არ არის, დაზიანებული ნივთები რესტავრაციას ექვემდებარება. მისი ინფორმაციით, მანამდე სახლ-მუზეუმში უსაფრთხოების ზომების მიღება იგეგმება, რაზეც მუშაობა თითქმის დაწყებულია. ,,ხანძარს მინიმალური დანაკარგით გადავურჩით. თუმცა ორი წუთიც რომ დაგვეგვიანა, დიდი მასშტაბის ზარალს მივიღებდით […]

რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, – ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, – წერს ის. მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია. რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან […]

რუსეთის მტკიცებით, სმოლენსკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სმოლენსკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას უწყებაზე დაყრდნობით რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინის შეტევა მოსკოვის დროით ღამის 1:30 საათზე განხორციელდა. რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე “კიევის რეჟიმის მორიგი ტერორისტული თავდასხმის” მცდელობა აღკვეთეს. მათი განცხადებით, სამი უპილოტო საფრენი აპარატი სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე მორიგე საჰაერო […]

ისრაელში, მძევლების გათავისუფლების მიზნით „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა

თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა და მთავრობას მოუწოდა, მეტი გააკეთოს ღაზის სექტორში დარჩენილი 130-ზე მეტი მძევლის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. კერძოდ, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების ფორუმის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზაში ბრძოლების შეწყვეტას და “ჰამასთან” მძევლების დაბრუნების მიზნით, შეთანხმების მიღწევას. ამასთან, თელ-ავივსა და იერუსალიმში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართა. კესარიაში, ნეთანიაჰუს […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება | მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. · ჩუღურეთის რაიონში – უშანგი ჩხეიძის ქ.N19-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:15-დან 13:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: უშანგი ჩხეიძის N 19-დან N25-მდე, N 24-დან N 28-მდე, უზნაძის N 52, მარჯანიშვილის N 2-ს. · საბურთალოს რაიონში – სოფ.დიღომი, ცამეტი […]

“გასული დღის განმავლობაში მტერთან 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა” | უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები ყველაზე აქტიურად კუპიანსკის მიმართულებით უტევდნენ. “გასული დღის განმავლობაში 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო (S-300 ტიპის მართვადი რაკეტებით დონეცკის ოლქის ნოვოგრადივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე) და 4 საჰაერო დარტყმა. ასევე, განახორციელა 58 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების […]

უკრაინამ ძებნა გამოაცხადა კომპარტიის ლიდერზე

უკრაინამ ძებნა გამოაცხადა აკრძალული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ, პეტრო სიმონენკოზე. უკრაინის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ სიმონენკოს კიევიდან ევაკუაციის ოპერაცია რუსეთის სპეცრაზმმა განახორციელა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმონენკო 2023 წლის 19 აგვისტოს გაუჩინარდა. თუმცა, ჯერ კიდევ 11 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა (სბუ) განაცხადა, რომ სიმონენკო ეჭვმიტანილი იყო რუსეთის აგრესიის გამართლებასა და ხელისუფლების […]

ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ | Reuters

Reuters-ის ცნობით, ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ. როგორც სააგენტო ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, საავიაციო ბაზა აინ-სა-ასადზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. სამხედროებმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზის მიმართულებით, რომელსაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციური ძალები იყენებენ, 10-მდე რაკეტა გაისროლეს. ცნობისთვის, ერაყში ამერიკულ საავიაციო ბაზაზე […]