ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. “ყვირილი იყო, ხანძარიაო და მეც გამოვედი, სახლში ვიყავი. როდესაც მოვედი აქ ხალხი იყო და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ სხვადასხვა გზით…ქალბატონმა გამოყვანა თვითონ [შვილები], გარეგნულად დამწვრობა აღენიშნებოდა, რომ შევხედე. მე, რომ მოვედი უკვე გამოსულები იყვნენ,”- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ შვისევსკის ქუჩაზე მდებარე […]
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ნატო-ს მასშტაბური წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის

ისეთი მასშტაბის წვრთნები, როგორიცაა NATO’s Steadfast Defender 2024, ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, მაგრამ ძალის ასეთი პროვოკაციული დემონსტრირებით რუსეთი არ შეშინდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა. „ამ მასშტაბის ნებისმიერი ღონისძიება მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს და კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების ვითარების დესტაბილიზაციას. მაგრამ, ევროპის უსაფრთხოების ინტერესები დღეს ნაკლებად აღელვებთ მათ, […]
სლოვაკეთი რუსეთსა და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის განაახლებს გეგმავს

სლოვაკეთის კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობა განაახლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყების ხელმძღვანელმა, მარტინა შიმკოვიჩოვამ, მიიღო. “მსოფლიოში ათობით სამხედრო კონფლიქტია და, ჩვენი აზრით, ამის გამო ხელოვანები და კულტურა არ უნდა დაზარალდნენ,” – განაცხადა შინკოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა კულტურის სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან და ბელარუსთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში შეაჩერა. მაშინ სლოვაკეთის კულტურის […]
ერაყში აშშ-ის ბაზას თავს დაესხნენ

ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა. როგორც BBC წერს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის განცხადებით, ალ ასადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება დგას. აშშ-ის განცხადებით, შემთხვევის შედეგად ბაზის პერსონალმა დაზიანებები მიიღო, მათ ნაწილს ტვინის ტრავმულ დაზიანებებზე ამოწმებენ. გამოცემის ცნობით, ირანულმა დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს […]
“სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ” – ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და ამჟამად, საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა. “ბარსელონას” ექსთავდამსხმელმა ტვიტერში გამოაქვეყნა პოსტი ფეხბურთიდან ისრაელის მოკვეთაზე, თუმცა მოგვიანებით ის წაშალა. გარი “ჩელსის” ყოფილმა მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გააკრტიკეს. ლინეკერი კი მიიჩნევს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. “ყველა, ვისაც ამ […]
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს ახალი დირექტორი – კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი – კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ დირექტორს კი საერთო ეროვნულ საქმეში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და […]
იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, როდესაც ისინი პატრულმა შენიშნა. პოლიციის გამოჩენის შემდეგ, ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი ადგილზე დააკავეს. ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო.
შუქი გაითიშება, ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს გორის, ბახტრიონის, არჩილ სულაკაურის, კოსტავას, სულხან ცინცაძის, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ბროლოსანის, ნოდარ ანდღულაძის, ტეხურის, ვახტანგ ჩიქოვანის, გურამ ბზვანელის, ლიხაურის, წინაუბნის, ომარ ფხაკაძის, ქარელის, ალექსანდრე შავერზაშვილის, ტუსკიას, ბაკურციხის, ფანასკერტელი-ციციშვილის, კიტა ბუაჩიძის, ალექსანდრე ბასილაიას, ნატახტარის და ზურაბ […]
“სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით” – დავით ბერძენიშვილი

მარტო მატრონას ხატს და რუსულ პოსტსაბჭოთა ნარატივს კი არ იცავენ, ისინი სტალინს იცავენ და სტალინისტები არიან. სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „ეს სიახლე ხომ არ არის? ივანიშვილი, რომელიც არ იყო მაინც და მაინც სტალინისტობაზე შემჩნეული, დასჭირდა, გაუჭირდა და ამიტომ ლაპარაკობენ აი […]
მსახიობი თამრიკო მილდიანი გარდაიცვალა

“ყველასთვის საყვარელი მსახიობი გარდაიცვალა” – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის თამრიკო მილდიანის გარდაცვალების გამო. გამორჩეული მსახიობი თამრიკო მილდიანი მრავალი წელი მუშაობდა სოხუმის თეატრში და მაყურებელს თავი არაერთი დაუვიწყარი როლით დაამახსოვრა, მათ შორის: […]