როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება – “რატომ მაინცდამაინც მე?!”

“უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი” – ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო. ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი […]

ერთი მეტრი გმირობიდან ანტიგმირობამდე, ანუ რატომ სძულს ზოგიერთს კვარაცხელია

თვით უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგება დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გახლდათ. იმავეს მოლოდინი იყო ამ სეზონშიც, მაგრამ ჯერჯერობით იმედები არ მართლდება, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს. და ყველაფერი უცბად კვარაცხელიას დაჰბრალდა, ნეაპოლური გამოცემების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა და არც თანამემამულეებმა დაინდეს, თუმცა ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ახალ გუნდში […]

პრეზიდენტმა კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” დახურვაზე ყოფილი და მოქმედი პრემიერები მიიწვია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, 13 დეკემბერს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს. ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები. “13 […]

საქართველო ელოდება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს – ვახტანგ მახარობლიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს იწყებს. ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა შეხვედრა განხილული იქნება ამ კონტექსტში. მისივე თქმით, დარჩიაშვილის ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში გაიმართება სუამის მინისტერიალიც. “საქართველო ელოდება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, აღნიშნულ კონტექსტში, ყველა შეხვედრა მიმართული იქნება იმ საქმიანობაზე, რაც მიმდინარე პერიოდში […]

“ნაციონალური მოძრაობა” არის მნიშვნელოვან ბრძოლაში, ამ დროს დესტრუქციის შემოტანა და სამიზნეში ამ პარტიის მონიშვნა არის პოლიტიკური დეზერტირობა – ლაშა ფარულავა ნიკა მელიაზე

“ნაციონალურ მოძრაობაში” კვლავ განხეთქილება და შიდა დაპირისპირებაა. პარტიას წევრები თითქმის ყოველდღე ტოვებენ. ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, კასპისა და კახეთის შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გასვლის შესახებ განცხადება 300-მდე წევრმა გააკეთა თბილისშიც. მათმა ნაწილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ნიკა მელიას უერთდება. ამ ქმედებას პარტიის პოლიტსაბჭოში პოლიტიკურ დეზერტირობად აფასებენ. თავად მელიამ “ნაცმოძრაობიდან” წასვლის გადაწყვეტილება, საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ მიიღო […]

“ჰამასი” ყველა მძევლის ყველა პატიმარზე გაცვლას ითხოვს – ბოლო მონაცემებით, ღაზაში ჯერ კიდევ 137 მძევალი რჩება, ციხეებში კი 7000-მდე პალესტინელი იმყოფება

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ბრძოლა ღაზის სექტორის რამდენიმე რაიონში, მათ შორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში გრძელდება. სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას სანაპიროსკენ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ცახალის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ იერიში მიიტანეს “ჰამასის” 250-ზე მეტ სამიზნეზე. მოკლულია “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური. პარალელურად, ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელს აფრთხილებს, რომ არც ერთი ცოცხალი მძევალი არ დატოვებს ღაზის სექტორს, თუ პატიმრების გათავისუფლების შესახებ […]

ზელენსკი: ორბანს მაქსიმალურად გულახდილად ველაპარაკე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი წინადადებით აღწერა მისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. ზელენსკი ორბანს 10 დეკემბერს ესაუბრა ბუენოს-აირესში, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრენენ. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე“, – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში […]

ქუჩები, სადაც 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

დღეს, 11 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაქვის, მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) და ფეიქრების ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, სახალხოს, იუნკერთა, […]

4,2 მილიონზე მეტი ადამიანი ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის ქვეშ იმყოფება

2023 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით 4,24 მილიონი არა ევროკავშირის მოქალაქეს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი აქვთ – ამის შესახებ ინფორმაციას eurostat ავრცელებს. მათივე ცნობით ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინიდან რუსეთი აგრესიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში გაექცნენ. ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები, რომლებიც უკრაინისგან დროებითი დაცვის ბენეფიციარებს მასპინძლობდნენ, იყვნენ გერმანია (1 215 365 […]

თენგიზ ფხალაძე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდეს და რომ სახელმწიფოს მეთაური უკვე გაერთიანებულ აზერბაიჯანს წარმოადგენდეს

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანის აღდგენის 6 თვის თავზე აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე ქვეყნის საგარეო კურსსა და იმაზე, სავარაუდოდ, რატომ დაინიშნა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. – ბატონო თენგიზ, ვიცით, რომ გასული კვირა აზერბაიჯანში იყავით, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლების ინიციატივით […]