ფონიჭალიდან გატაცებულ 16 წლის გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ

გატაცებულ 16 წლის გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით, ორი დღის წინ 6-მა ადამიანმა საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა. “კურიერის” ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეო-კადრები და მათ პოლიცია სწავლობს. გატაცებულის მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა. გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო […]

გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის კოორდინატორი ღაზაში არსებულ ვითარებაზე – ადამიანის უფლებები ირღვევა – ისე ჩანს, თითქოს ბოლო 75 წლის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლეთ

გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის კოორდინატორი, ლინ ჰასტინგსი ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას გმობს, მაგრამ აცხადებს, რომ ისრაელის რეაქცია არაპროპორციულია. „ადამიანის უფლებები ირღვევა ისრაელსა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე. მოსახლეობის მიმართ განხორციელებული დარღვევები ამ ერებს არც მშვიდობას და არც უსაფრთხოებას არ მოუტანს“, – აღნიშნა გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის კოორდინატორმა. მისი თქმით, არასახელმწიფო შეიარაღებულ აქტორებს, როგორიცაა „ჰამასი“, საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული […]

ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2023

ხათუნა ლაგაზიძე – “ოპოზიციისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა” შერყეული რეპუტაცია და დაშლილი პარტია – ვის მხარესაა სააკაშვილი გიორგი კობერიძე – “…ეს იქნება ევროპის სუიციდი!” გახარია არჩევნებისთვის აქტიურდება და “ოცნების” კრიტიკას ამწვავებს – სულ უფრო მძაფრდება ხმები პრეზიდენტთან მის ალიანსზე დავით ზურაბიშვილი – “სკოლის დირექტორების არჩევნები მსოფლიოში […]

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ დაიწყება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. […]

როგორია რუსული „ლუკოილის“ ფინანსური მდგომარეობა საქართველოში

„ლუკოილ ჯორჯია“ ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. ამასთან, კომპანიამ გასულ წელს 446 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგებამ კი 2.6 მლნ ლარი შეადგინა (2021 წელს 1.4 მლნ ლარი იყო). საანგარიშო პერიოდში კომპანიის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ 422.7 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 53.4 მლნ ლარს, ხოლო კაპიტალი 12.3 მლნ ლარს შეადგენს. ფინანსურ ანგარიშგებაში საუბარია […]

უკრაინა: გავანადგურეთ 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა

11 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. “საჰაერო თავდაცვის ზონაში Юг მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია. ისინი ყირიმიდან გამოუშვეს, დრონების უმეტესობა ნიკოლევის თავზეა ჩამოგდებული”. – წერია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში. გარდა ამისა, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს კიევის ოლქზე, რომლებიც დიდი ალბათობით ბრიანსკის ოლქიდან იყო ნასროლი. რუსეთი […]

ნეთანიაჰუმ „ჰამასს“ მოუწოდა, ისრაელის არმიას დანებდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ დასასრული ახლოვდება. ისრაელის პრემიერის ოფისმა 10 დეკემბერს, ღამით გაავრცელა ნეთანიაჰუს 24-წამიანი ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ბოლო დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა „ჰამასის ათეულობით ტერორისტი“. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ეს „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისია. ბენიამინ ნეთანიაჰუ „ტერორისტებს“ მიმართავს, რომ „ყველაფერი დამთავრებულია“, ნუღარ დაიხოცებიან და ახლავე დანებდნენ. […]

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ბრიუსელში ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. აქვე ნათქვამია, რომ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. “მინისტრები […]

მთავრობა მოწადინებული იქნება რაც შეიძლება მეტი ფულის მობილიზაცია გააკეთოს, რომ მერე იმ ადამიანების მოსყიდვაზე დახარჯოს, ვინც მათთვის მნიშვნელოვანია – ალექსანდრე რაქვიაშვილი

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს დეპუტატები დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 20 მილიარდ 600 მილიონით განისაზღვრება და ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით თითქმის 700 მილიონით არის გაზრდილი. პარტია “გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, რეალურად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ბიუჯეტი და გადასახადები მცირდებოდეს. რაქვიაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდ წინასაარჩევნოდ თანხის მობილიზება და ამომრჩევლის მოსყიდვა […]

2024 წლის ბიუჯეტი მიმართულია სოციალური მიზნებისათვის – ეკა სეფაშვილი

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს დეპუტატები დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 20 მილიარდ 600 მილიონით განისაზღვრება და ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით თითქმის 700 მილიონით არის გაზრდილი. პარტია “ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის მესამედი სოციალური საკითხებისთვისაა გათვალისწინებული. “2024 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშანდელი ბიუჯეტი, მესამედი მიმართულია სოციალური მიზნებისათვის. დამატებითი […]