მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს დეპუტატები დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 20 მილიარდ 600 მილიონით განისაზღვრება და ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, თითქმის 700 მილიონით არის გაზრდილი.

ფაქტობრივად, ეს საკითხი გადაწყვეტილია ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, საქართველოს მიენიჭება კანდიდატი სტატუსი – სერგო ჩიხლაძე

ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 14-15 დეკემბერს მიღებული დასკვნით უნდა გამოსწორდეს ის უსამართლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან მიიღო. ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი, აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს. პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, […]

ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს ამ გადაწყვეტილებით – მაკა ბოჭორიშვილი კანდიდატის სტატუსის მოლოდინებთან დაკავშირებით

მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატი წევრის სტატუსს – გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღე რჩება. პოლიტიკურ სპექტრში საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არსებობს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს. “იმედი გვაქვს, რომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის, არსებობს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის […]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს იწყებს

ბრიუსელში მორიგ სამუშაო ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეიდან იწყებს. ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

“ვფიქრობ, საქართველოს სასარგებლოდ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყნის მხრიდან იქნება მიღებული” – რამდენიმე დღე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე

ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 14-15 დეკემბერს მიღებული დასკვნით უნდა გამოსწორდეს ის უსამართლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან მიიღო. ოპოზიციის ნაწილი კი, უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს. ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ის […]

როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება – “რატომ მაინდამაინც მე?!”

“უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი” – ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო. ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, ვინც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, მისი მიზნების განმსაზღვრელი […]

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დედაქალაქ კიევის მიმართულებით რუსების მიერ დღეს დილით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რვა საჰაერო სამიზნე, რომლებიც დედაქალაქისკენ ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავდნენ“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და დედაქალაქსა და კიევის ოლქში […]

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ დაიწყება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. […]

რუსეთმა კიევს რაკეტებით შეუტია

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. არიან დაშავებულები. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 4:15 საათზე გამოცხადდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია 8 რაკეტა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევები დარნიცკის და გოლოსივსკის რაიონებში ჩამოცვივდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს […]

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან აზრთა არაფორმალური გაცვლით დაიწყება, რის შემდეგაც საბჭო გამართავს მსჯელობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხზე და ისრაელსა და საჰელის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. საბჭოს სხდომის შემდეგ „აღმოსავლეთ […]