4,2 მილიონზე მეტი ადამიანი ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის ქვეშ იმყოფება

2023 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით 4,24 მილიონი არა ევროკავშირის მოქალაქეს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი აქვთ – ამის შესახებ ინფორმაციას eurostat ავრცელებს. მათივე ცნობით ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინიდან აგრესიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში გაექცნენ.
ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები, რომლებიც უკრაინისგან დროებითი დაცვის ბენეფიციარებს მასპინძლობდნენ, იყვნენ გერმანია (1 215 365 ადამიანი; საერთო რაოდენობის 28,7%), პოლონეთი (960 620; 22,7%) და ჩეხეთი (364 450; 8,6%).
2023 წლის სექტემბრის ბოლოდან, ევროკავშირში უკრაინიდან დროებითი დაცვის ბენეფიციართა რაოდენობა დანიის გარდა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაიზარდა, ეს. მაჩვენებელი ში 4,5%-ით შემცირდა (-1 700 ადამიანი). ყველაზე დიდი აბსოლუტური ზრდა დაფიქსირდა გერმანიაში (+20 465; +1.7%), ჩეხეთში (+6 490; +1.8%) და ნიდერლანდებში (+4 005; +3.0%).
სტატიაში წარმოდგენილი მონაცემები საბჭოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებას ეყრდნობა, რომელიც დროებითი დაცვის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს და ადგენს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მასობრივ ნაკადს. 2023 წლის 28 სექტემბერს, ევროპული საბჭომ დათანხმდა, რომ უკრაინიდან ომს გამოქცეული ადამიანების დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი კიდევ ერთ წლით 2024 წლის 4 მატიდან, 2025 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივოს.