ოსიმენი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

აფრიკის 2022/23-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად “ნაპოლისა” და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაასახელეს. ოსიმენის კონკურენტები მოჰამედ სალაჰი და აშრაფ ჰაკიმი იყვნენ. გასულ სეზონში ოსიმენი 26 გატანილი გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდა, ხოლო ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და შესარჩევი ტურნირის ბომბარდირი გახდა. აფრიკის საუკეთესო მეკარედ იასინ ბუნუ (ალ ჰილალი […]
რუსეთიდან დეპორტირებულნი იქნებიან სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც პეტერბურგში მარადიული ცეცხლი ჩააქრეს

სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც პეტერბურგის კრასნოსელსკის რაიონში მარადიული ალი ჩააქრეს, მშობლებთან ერთად რუსეთიდან დეპორტირებული იქნებიან. ამის ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იტყობინება სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, 10 და 14 წლის ბიჭების ოჯახები რუსეთში იმყოფებოდნენ საჭირო დოკუმენტების გარეშე. ყველა მათგანი უზბეკეთის მოქალაქეა. “პოლიცია ამზადებს მასალებს სასამართლოსთვის რუსეთის ფედერაციიდან ორივე ოჯახის გაძევების შუამდგომლობით. […]
ზელენსკი აშშ-ს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტი თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთანაც. სამშაბათს დილით ზელენსკი სენატორებს სიტყვით მიმართავს.
ევროკავშირი ძველი ტანკერების შესაძენად რუსეთს სანქციათა პაკეტში „ხვრელებს“ უტოვებს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეთორმეტე პაკეტი შესაძლოა უახლოეს მომავალში მიიღონ. იგი მოიცავს ზომებს, რათა შეზღუდოს რუსული ბრილიანტების ექსპორტი და უზრუნველყოს ზღვრული ფასი ნავთობზე. ახალი სანქციების ზომების მხოლოდ ერთი პუნქტი დარჩა შეუთანხმებელი. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ლაპარაკია მოძველებული ტანკერების გაყიდვაზე რუსულ ნავთობკომპანიებზე,~. Reuters. ევროკომისიამ შესთავაზა ასეთი გარიგებების აკრძალვა რუსეთის ნავთობის ბიზნესზე კონტროლის გაძლიერების მიზნით. რუსეთისთვის მოძველებული ტანკერების […]
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, 12 და 13 დეკემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ავტომობილების გადაადგილება იზღუდება. “სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით. მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების […]
ტურისტების მრავალფეროვნება დავკარგეთ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შემოსავლებზე დადებითად აისახა – ქეთი დოჭვირი

2023 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ტურიზმის შემოსავალი 29%-ით, ანუ 734 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველომ 4.8 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დანახარჯებია, რამაც წელს 767 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურად ეს […]
“თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია… თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს” | იოზვიაკი

“თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია… თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს. წევრობის მსურველები შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდნენ, ერთსულოვნებაა საჭირო. ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატთან საუბრის შემდეგ ისაა, რომ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და მოლდოვას […]
ნავალნი რუსეთის საპატიმროდან გაქრა, ამბობს მისი გუნდი

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან, სადაც ის გასული წლიდან იხდიდა სასჯელს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია, აცხადებენ მისი წარმომადგენლები. ინფორმაცია როიტერსი და სხვა საერთაშორისო მედიებიც ავრცელებენ. ნავალნის წარმომადგენლები მოელიან, რომ მას გადაიყვანენ “მკაცრი რეჟიმის” კოლონიაში, მას შემდეგ რაც აგვისტოში მას დამატებით 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც როიტერსი აღნიშნავს, რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე პატიმრების […]
“ღაზაში ვითარება კატასტროფული და აპოკალიფსურია” – ჟოზეფ ბორელი ღაზის დღევანდელ სურათს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას ადარებს

კატასტროფული და აპოკალიფსური – ასე აღწერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას. დიპლომატი ღაზის დღევანდელ სურათს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას ადარებს. “ადამიანთა ტანჯვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა. დაღუპულთა 60-70% სამოქალაქო პირია. მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილებულია. შენობების განადგურება ღაზაში… ეს მეტ-ნაკლებად იგივე, ან უფრო მასშტაბურიც კია, ვიდრე – […]
11 დეკემბრიდან რუსებმა, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შემთხვევაში, საზღვარგარეთის პასპორტები უნდა ჩააბარონ

დღეიდან რუსეთში ძალაში შევიდა ახალი წესები, რაც იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ, პასპორტების ჩაბარებას ავალდებულებს. ეს ასევე ეხება წვევამდელებს. მთავრობის დადგენილების თანახმად, მოქალაქემ პასპორტი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ან იმ ორგანოებს უნდა მისცეს შესანახად, რომლებმაც იგი გასცეს (შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საგარეო საქმეთა სამინისტრო), ან იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელმაც თავიანთი თანამშრომელს საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება […]