უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მესამე ტრანშს, დაახლოებით 900 მილიონ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მეორე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მესამე ტრანშის, დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარის, მიღებას შეძლებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ უკრაინის ეკონომიკურ გუნდთან და დღეს დავასრულეთ ჩვენი პროგრამის მეორე მიმოხილვა“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა […]
სამთო-მოპოვებით სექტორში ინვესტირებით დაინტერესებული სუბიექტებისთვის Colliers MMS-მა ახალი საინვესტიციო პროექტები მოამზადა

დღეისათვის მსოფლიოში მზარდია მოთხოვნა წიაღისეულ რესურსებზე. ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა, სპილენძი, ლითიუმი, გრაფიტი და კობალტი მიიჩნევა უახლოესი 10 წლის პერსპექტივით ყველაზე მოთხოვნად მეტალებად, რომლის ფასი სტაბილურად მზარდი და მყარია. მაღალია მოთხოვნა სხვადასხვა ინდუსტრიულ მინერალებზე, მათი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები გამოიყენება მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, სოფლის მეურნეობაში, მანქანათმშენებლობაში, რკინისა და მინის წარმოებაში, ენერგეტიკულ თუ სამშენებლო სექტორებში. Colliers MMS საქართველოში […]
ასლან ბჟანია – დასავლეთს სურს, ჩვენი დედაქალაქი თბილისში იყოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას განცხადებით, დასავლეთს, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების სახით, არ სურს აფხაზეთის მსოფლიოს ნაწილად დანახვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე […]
ჯო ბაიდენი – გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ – მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი მხარდაჭერა ებრაელი ხალხისა და ისრაელის უსაფრთხოებისა და ისრაელის არსებობის უფლებისადმი უცვლელია, მაგრამ ისრაელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. „ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მანამ, სანამ ისინი არ მოიშორებენ „ჰამასს“, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ – ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს, ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს“, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში- თითოეულმა თქვენგანმა იცის, რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის, ელოდოს საბრძოლო მასალას – როცა წინ წასვლის ნაცვლად საბრძოლო მასალას ელოდები მაშინ, როცა მტერი თავდასხმებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ში გადაუჭრელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შთააგონებს. “ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, მეგობრებო. თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვა. ისინი ხედავენ ოცნებების ახდენას, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ, რომ თავისუფლება ეცემა, […]
იოავ გალანტი – ჩრდილოეთ ღაზაში “ჰამასის” ბატალიონები დაშლის პირას არიან

“ჰამასის” ბატალიონები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაბალიასა და შეჯაიას რაიონებში დაშლის პირას არიან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. „ჩვენ ალყაში მოვაქციეთ „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენები ჯაბალიასა და შეჯაიაში, ბატალიონები, რომლებიც უძლეველად ითვლებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ჩვენთან საბრძოლველად, დაშლის პირას არიან“, – აღნიშნა გალანტმა. მისი თქმით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღაზას სამხრეთით ხან […]
ლანგე: F-16-ები გარდატეხას ვერ მოახდენს, მაგრამ უკრაინას მანევრირებაში დაეხმარება

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მკვლევარი ნიკო ლანგე უკრაინაში ომს აფასებს. მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინის დახმარება უნდა გააგრძელოს. მკლევარს მიაჩნია, რომ ომი 2024-შიც გაგრძელდება და ის კიევისა და მოკავშირეების გამძლეობის გამოცდა იქნება.
როგორი შემადგენლობით დაიწყებს “ნაპოლი” “ბრაგასთან” მატჩს

“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ბრაგას” უმასპინძლებს. Sky Sport-ის ცნობით, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომელმაც სერია A-ს გასულ ტურში “იუვენტუსთან” თამაში დაიწყო. იგივეს ვარაუდობს calciomercato. ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი სხვათა შორის Sky Sport-მა “იუვესთან” შეხვედრაში “ნაპოლის” ძირითადი […]
“ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება არ მოუწევს” – მოჯიმ დე ლაურენტისის სიძუნწეზე ისაუბრა

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ფულის დახარჯვა არ უყვარს. “მხოლოდ სიცრუით შეიძლება მეორედ ჩემპიონატის მოგება. ეს საერთოდ არ მესმის. ღალატზე საუბარი არამართებულად მიმაჩნია. უპრიანი იქნებოდა დე ლაურენტისისთვის გვეთქვა: “სად იყავით, როდესაც “მილანი” და “იუვენტუსი” ჩემპიონატებს, თასებს და ჩემპიონთა ლიგას იგებდნენ? თქვენ ფეხბურთზე ლაპარაკობდით თუ კინოზე? […]
ელ ჩაპოს დედა გარდაიცვალა – მექსიკური მედია

მექსიკური მედიის ცნობით, ელ ჩაპოს სახელით ცნობილი მექსიკელი კრიმინალური ავტორიტეტის, ხოაკინ გუზმანის დედა, კონსუელო ლოერა ბოლო რამდენიმე კვირის კერძო კლინიკაში გატარების შემდეგ გარდაიცვალა. გუზმანების მშობლიური შტატის მთავარი გაზეთის El Sol de Sinaloa-ს ცნობით, ლოერა 94 წლის იყო. სხვა მესიკურმა გამოცემებმა, როგორიცაა El Universal, ქალის გარდაცვალების შესახებ წყაროდ “უშიშროების მაღალჩინოსნები” დაასახელეს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დამოუკიდებლად […]