გამონაბოლქვის შეუსაბამო ნორმებისთვის 3 თვეში 2 460 ჯარიმა გამოიწერა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 დიდ ქალაქში, – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში გამონაბოლქვის შეუსაბამო ნორმებისთვის 3 თვეში 2 460 ჯარიმა გამოიწერა. “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის […]
ზამბიის მაღაროში მეწყრის შედეგად გარდაცვლილი 11 მაღაროელის ცხედარი იპოვეს | დაკარგულად ითვლება 26

ლუსაკაში, ზამბიაში სპილენძის მაღაროში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაკარგულად ითვლება 26. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაღაროში შესაძლოა კიდე 38 მაღაროელი იმყოფებოდეს, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია. მეწყერი სპილენძის მაღაროში, დაახლოებით 2 კვირის წინ ჩამოწვა.
რამდენ ლარად შეიძენთ ერთ დოლარსა და ევროს 12 დეკემბერს – ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6684 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6695 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8793 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა უკრაინის თავდაცვაზეა დამოკიდებული – ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართა ბრიუსელში, 11 დეკემბერს. საბჭოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. საბჭოს შემდეგ, სანამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართებოდა, რომელშიც სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებდნენ მონაწილეობას, პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა იმაზეა დამოკიდებული, […]
უკრაინაზე უნგრეთის პოზიციამ შესაძლოა EU-ში საქართველოს წინსვლა შეაფერხოს – იოზვიაკის სტატია

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს სტატიას, სადაც ბლოკის გაფართოებისთვის ამ კვირაში ევროკავშირში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე წერს. ის სტატიაში საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროცესი შესაძლოა უკრაინის ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლების შექმნით უნგრეთმა შეაფერხოს. “წევრობის მსურველთა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ერთსულოვნებაა საჭირო და, ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატებთან […]
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, 12-13 დეკემბერს, ღამის საათებში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 12 და 13 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის […]
გორის გვირაბის ცალკეულ მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება | ჩამონათვალი

საავტომობილო დეპარტამენტის ცნობით, 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. “საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. ხოლო, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გვირაბის […]
თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ისევ შეუწყდება | ჩამონათვალი

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ისევ შეუწყდება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს: საბურთალოს რაიონი სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. […]
გადამწყვეტი მატჩი “დრაგაოზე” – აზაროვის და გოჩოლეიშვილის “შახტარი” პორტუგალიაში გაემგზავრა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “შახტარი” “პორტუსთან” სათამაშოდ პორტუგალიაში გაემგზავრა. დონეცკური გუნდის მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა 28 ფეხბურთელი წაიყვანა, რომელთა შორის ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი არიან. H ჯგუფში პირველი ადგილი “ბარსელონამ” გაინაღდა, “პორტუს” და “შახტარს” 9-9 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზე “პორტუა”. პლეი-ოფში გასასვლელად დონბასურ კლუბს გამარჯვება სჭირდება, რაც ძალიან რთული მისაღწევი […]