ზელენსკი: კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ პუტინს შთააგონებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ქვეყნის შემდგომი დახმარების გაჭიანურებით მოსალოდნელ საფრთხეებზე ილაპარაკა აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამოსვლისას. კონგრესი, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ამ დრომდე ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას. 11 დეკემბერს, თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები შთააგონებს მხოლოდ პუტინსა და მის ავადმყოფ გარემოცვას, რადგან როცა შეფერხებებს და […]
ზელენსკიმ აშშ-ში გააჟღერა იდეა ევროპაში თავდაცვის ცენტრის შექმნაზე, რომელიც უკრაინაში განთავსდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. სამხედროებთან საუბრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ BAE Systems-ის ლიდერები, ბრიტანული სამხედრო ინდუსტრიის გიგანტი, რომელიც ასევე მოქმედებს შეერთებულ შტატებში, და ამერიკული კონცერნი Boeing, Northrop Grumman, Lockheed Martin, General Dynamics და სხვა კომპანიები. […]
ზუგდიდის მერმა გასული წელი მოქალაქეებთან ერთად შეაჯამა და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა

ზუგდიდის მერმა წელი მოქალაქეებთან ერთად შეაჯამა. ამჯერად, მამუკა წოწერიამ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სააქტო დარბაზში წარუდგინა. მერმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდულ პროგრამებსა და გეგმებზე, შეხვედრის ბოლოს კი, მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტი “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონს განიხილავს

მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტი “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონს განიხილავს – ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 28 მილიარდ 706 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ მაჩვენებელს, ის, 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 2 მილიარდ 398.5 მილიონი ლარით.
ქობულეთში 10 წლის მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა

ქობულეთში 10 წლის მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებული პიროტექნიკა საწვავის ჭურჭელში ჩავარდა, რამაც აალება გამოიწვია. ექიმების თქმით, მოზარდს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებოდა და რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
ისრაელის ტანკები ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში წინსვლას განაგრძობენ – სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული ზონებში გადასვლისკენ მოუწოდებენ

ისრაელის ტანკები ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში წინსვლას განაგრძობენ. სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებასა და ჰუმანიტარული ზონებში გადასვლისკენ მოუწოდებენ. ქალაქის საავადმყოფოს დირექტორის თქმით, პერსონალი დაშავებულების რაოდენობას ვერ უმკლავდება. ადგილზე სამედიცინო მარაგი, საკვები, წყალი და საწვავი იწურება. პარალელურად, ინტენსიური საჰაერო თავდასხმები ფიქსირდება ჩრდილოეთ ღაზაში. ისრაელის ჯარები, “ჰამასის” ბოლო ორ დასაყრდენს ჯაბალიასა და შეჯაიას […]
3 დღე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე – კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოში დადებითი მოლოდინები აქვთ

3 დღე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, დადებითი მოლოდინები აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიღებული დასკვნით უნდა გამოსწორდეს ის უსამართლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან მიიღო. ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი, აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს. ევროკომისიამ, 8 […]
“ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა” – რონდელის ფონდში სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

რონდელის ფონდში “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია და ახალი ნაკადის საზეიმო მიღება გაიმართა. სასწავლო პროგრამა 2001 წლიდან 450-მა მონაწილემ დაასრულა, მათ შორის, ორი ყოფილი მინისტრი, 19 მინისტრის მოადგილე, ელჩები და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები არიან. პროგრამის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა – რობინ დანიგანმა და რონდელის ფონდის პრეზიდენტმა, […]
ქვევრის ღვინის მარილი – რას სთავაზობს მომხმარებელს “მარილა”?

საქართველოს ბაზარზე ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტის პირველი ბრენდი “მარილა” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ქართული, ქვევრის ღვინის მარილს სთავაზობს. ბრენდის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე “მარილას” დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
ილია დარჩიაშვილი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს, მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში. სხდომას სუამის თავმჯდომარე ქვეყნის – უკრაინის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. მონაწილეები განიხილავენ უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. იქამდე, ბრიუსელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 5 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, მათ შორის, ილია […]