ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორი შემადგენლობით დაიწყებს "ნაპოლი" "ბრაგასთან" მატჩს

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ბრაგას" უმასპინძლებს. Sky Sport-ის ცნობით, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომელმაც სერია A-ს გასულ ტურში "იუვენტუსთან" თამაში დაიწყო. იგივეს ვარაუდობს calciomercato.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი
სხვათა შორის Sky Sport-მა "იუვესთან" შეხვედრაში "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა ზუსტად დაასახელა.
თამაში "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.