საქართველოს საგარეო ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი – რიცხვებში ეს 21 მილიარდ დოლარს აჭარბებს

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურმა გასული წლის პირველადი მონაცემები დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ექსპორტი 6 მილიარდზე მეტით, იმპორტი კი დაახლოებით 15.5 მილიარდით გაუმჯობესდა. საქსტატში განმარტავენ, რომ ბრუნვის რეკორდული პროგრესი ავტომობილების რეექსპორტის, ფეროშენადნობი მეტალებისა და ღვინის ბიზნესზე მოდის. სტატისტიკის […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ დავოსის ფორუმს შეუერთდება – შვეიცარიის სამთო კურორტი მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე 3 000 სტუმარს და 60 სახელმწიფო ლიდერს მასპინძლობს

საქართველოს კიდევ ერთი დელეგაცია ევროპაში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ დავოსის ფორუმს შეუერთდება, სადაც შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან, ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. შვეიცარიის სამთო კურორტი მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე, ამჯერად, 3 000 სტუმარს მასპინძლობს, საიდანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. გლობალური პრიორიტეტები გაფართოვდა. ფორუმი ორი დიდი ომის პირობებში ტარდება, რაც მსოფლიოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ამიტომ ეკონომიკურ ფორუმზე […]
ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 6 ქართველთან ერთად საბერძნეთში დააკავეს – პროკურორი, ეპისკოპოსი, ქალაქის მერი, ასეთია ქართველი კრიმინალების მიერ გაძარცვულთა სია

საბერძნეთში მასობრივი ძარცვის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. “კურიერის” ინფორმაციით, ათენში და მის მიმდებარე ქალაქებში ძარცვის სქემას ე.წ. კანონიერი ქურდი, 41 წლის ირაკლი ხოხიაშვილი, იგივე ირაკლი “ქუთაისკი” ხელმძღვანელობდა. გამოძიება არ აკონკრეტებს, თუმცა “რუსთავი 2”-მა ექსკლუზიურად გაარკვია საქმის ყველა ფიგურანტის ვინაობა. ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად დაკავებულები არიან მისი გარემოცვის წევრები. ყველა მათგანი საბერძნეთში რამდენიმე […]
საქართველოში უკვე 15 რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს – როდის ელოდებიან ექიმები პიკს და რა კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ მათ

ხველა, სურდო, მაღალი სიცხე, საერთო სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი – ეს რესპირატორული ვირუსების დამახასიათებელი სიმპტომებია. სეზონური გრიპის იდენტიფიცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. პედიატრებს ბოლო ორ კვირაში მსგავსი ჩივილებით ათობით პაციენტი მიმართავს. ამ ეტაპზე საქართველოში 15 სეზონური ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ნაწილი – H1N1-ია. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ადგილების დეფიციტი არ არის. ექიმები ვირუსის […]
პირველად 900 წლის განმავლობაში, დანიის მონარქმა ტახტი ნებაყოფლობით დატოვა – დანიის ახალი მონარქი ფრედერიკ X გახდა

პირველად 900 წლის განმავლობაში, დანიის მონარქმა, მარგრეტე II-მ ტახტი ნებაყოფლობით დატოვა. 83 წლის მარგრეტემ თავისი გადაწყვეტილებით მთელი ერი გააოცა. მან გადადგომის დეკლარაციას პარლამენტში სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მოაწერა ხელი. დანიას უკვე ახალი მეფე ჰყავს. დანიის ახალი მონარქი ფრედერიკ X-ა. დღეს ახალი მეფე ქვეყნის კანონმდებლების წინაშე პირველად წარსდგა. პარლამენტში ტახტის მემკვიდრეობის აღსანიშნავი შეხვედრა, 55 წლის მეფისთვის პირველი […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზადაა, თეირანთან „დიდ ხელშეკრულებას“ მოაწეროს ხელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს „დიდ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას“ თეირანთან. ამის შესახებ სამინისტრომ განაცხადა ორი ქვეყნის მინისტრების, სერგეი შოიგუსა და მოჰამად აშტიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ. რუსეთის მხარის თანახმად, მინისტრებმა განიხილეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. „მხარეებმა აღნიშნეს რუსეთ-ირანის ურთიერთობების ფუძემდებელი პრინციპებისადმი ერთგულება, მათ შორის – ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო […]
“კონსულტაციები მიმდინარეობს” – წინასაარჩევნო მოლაპარაკებები ოპოზიციაში

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ოპოზიციამ უკვე დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ცალკეული პოლიტიკოსები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს მართავს, იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფორმით უნდა წარდგნენ საპარლამენტო არჩევნებზე. დღეს პარტია “ლელომ” ოპოზიციურად დაიწყო წინასაარჩევნო სამზადისი. რამდენიმე კვირის წინ, პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან “სტრატეგიულ პარტნიორობას” გეგმავს. დღეს, “ლელოს” თავმჯდომარემ, ბადრი […]
მსოფლიო ბანკების ღირებულება 5 წელიწადში 7 ტრილიონი დოლარით გაიზრდება – BCG-ის ანგარიში

Reuters-ის ინფორმაციით, გლობალურ ბანკებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საკუთარი კაპიტალი 7 ტრილიონი დოლარით გაზარდონ. მათ ამისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, რათა გაძლიერდნენ და მეტად პროდუქტიულები გახდნენ. Boston Consulting Group-ის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კრედიტორებს შეუძლიათ გააორმაგონ თავიანთი ამჟამინდელი ღირებულება და კაპიტალი. საბანკო აქციების 75%-ს, 2022 წელს price-to-book შეფარდება 1-ზე დაბალი […]
საქართველოს მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება – რა ორმხრივი ინტერესი აქვთ ქვეყნებს და რა შედეგებს ელის ქართული დელეგაცია ვიზიტისგან

ბოლო 6 თვეში უკვე მეორედ, საქართველოს მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში, შუა დერეფანს, როგორც ყველაზე მოკლე მარშრუტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს პეკინსა და შანხაიში მართვას. დელეგაციას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. მთავარი შუა დერეფანია, თუმცა საუბარი მსოფლიოში მიმდინარე […]
იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა

იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო სარდლობაში განმარტავენ, ინციდენტის შედეგად ხომალდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, არც მის ბორტზე მყოფი პირები დაშავებულან და ხომალდი მარშრუტს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო „ამბრიმ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჰუსიტებმა“ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ორ მათგანს ზღვამდე […]