ვიოლა ამერდი – შვეიცარია გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის მზად არის

შვეიცარია გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის მზად არის, – ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბატონმა ზელენსკიმ მკითხა, იყო თუ არა სამიტის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად. მე დავადასტურე, რომ კონფერენციის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს სიღრმისეულად განვიხილავთ, რათა სამშვიდობო პროცესი წარმატებული იყოს“, – განაცხადა ვიოლა ამერდმა. შვეიცარიის […]
ხატია დეკანოიძე – ვმსჯელობთ როგორ მოვახერხოთ საუკეთესო ფორმულის შექმნა – ვფიქრობ, უახლოს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და ახალი კონფიგურაცია იქნება

ვფიქრობ, უახლოს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და ახალი კონფიგურაცია იქნება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციურ გაერთიანებებთან დაკავშირებით განაცხადა. კერძოდ, ხატია დეკანოიძემ უპასუხა კითხვას, არის თუ არა თეორიული შანსი, რომ „ევროოპტიმისტები“, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბაჩო დოლიძე და ნუგზარ წიკლაური ერთ პოლიტიკურ გუნდში ვიხილოთ და აღნიშნა, რომ „თეორიული შანსი […]
გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გაწმენდის შემდეგ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. უწყების ინფორმაციით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში ცალმხრივად იმოძრავებენ.
“დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით” | “ოცნების” ლიდერების ვიზიტი ჩინეთში

საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის. ქართული დელეგაცია მორიგი ვიზიტით პეკინში იმყოფება. ეს არის ერთპარტიული ვიზიტი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. უკვე ცნობილია, რომ მმართველი უმრავლესობა მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობაზე იწყებს მუშაობას. მათ შორის პოლიტიკური მიმართულებით. “ქართული ოცნების” ვიზიტს პეკინში უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები თბილისში. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ევროკავშირთან დაახლოების ფონზე ერთ-ერთ ყველაზე […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 15 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.59 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.41 თეთრით. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6582 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9067 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.
მორიგი საერთაშორისო აღიარება – პირველად ისტორიაში, საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ კონგრესზე, “მადრიდ ფუშენზე” სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

21 000 მონაწილე, 500-ზე მეტი მედიასაშუალება, 100-მდე ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მადრიდ ფიუჟენ 2024-ზე არიან. ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული კონგრესის ისტორიაში, საქართველო ამ სივრცეში სტუმრის სტატუსით პირველად წარსდგება. სამდღიანი დატვირთული პროგრამით, ქართული სამზარეულო მსოფლიო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. კერძების დეგუსტაცია, ვორკშოპები, კულინარიული ინოვაციების გაზიარება – ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე განთავსებული იქნება თემატური სცენები. ერთ-ერთი მთავარი სცენა […]
ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანია დაღუპული

15 იანვრის დილას, ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია, სულ მცირე, 24 ადამიანი. აფეთქების ადგილას მივიდნენ მაშველები, სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების ათობით მანქანა, ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. საქმეს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა […]
ჩავარდნილი ვაქცინაცია და დამძიმებული ეპიდვითარება | საშიში ვირუსები საქართველოში

რატომ მალავს სახელმწიფო სტატისტიკას. დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე, არ არსებობს ვირუსის გავრცელების ამსახველი დინამიკა და მასთან ბრძოლის სახელმწიფო გეგმა. გრიპისა და კორონავირუსის მასშტაბები კი დღითიდღე იზრდება. ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია, კლინიკები შესაძლოა მალე ადგილების დეფიციტის საფრთხის წინაშე დადგნენ. შექმნილი რთული ვითარების მიზეზად ექსპერტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ – უმთავრესი ისევ ვაქცინაციაა. სახელმწიფო კი, მათი თქმით, ვირუსების გავრცელების […]
ირაკლი კუპრაძე – „ლელო“ უახლოეს მომავალში რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ მსჯელობასაც კი არ გეგმავს

უახლოეს მომავალში მსჯელობასაც კი არ ვგეგმავთ რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ,- ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ ინდივიდუალური გაძლიერების ეტაპზე იმყოფება. „უახლოეს მომავალში არ განვიხილავთ, მსჯელობასაც კი არ ვგეგმავთ, რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ. ვფიქრობ, ახლა ერთობებზე საუბარი ადრეა. მოქალაქეების ინტერესებს ვეყრდნობი. თუ რაიმე ტიპის […]
ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს ოპერაციის შემდგომ გართულებებთან დაკავშირებული ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. „მდივანი გამოჯანმრთელებას აგრძელებს და ექიმების რჩევით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის მოვალეობებს დისტანციურად შეასრულებს, სანამ პენტაგონში სრული განაკვეთით დაბრუნდება. მას უსაფრთხო საკომუნიკაციო ობიექტებზე სრული წვდომა აქვს“, – […]