გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გაწმენდის შემდეგ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. უწყების ინფორმაციით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში ცალმხრივად იმოძრავებენ.
ირანი: ამერიკას არ აქვს უფლება ვინმეს თავშეკავებისკენ მოუწოდოს

“შეერთებული შტატები ვერ მოუწოდებს ვინმეს თავშეკავებისკენ, როცა თავად, ღაზაში ისრაელის ომს მხარს უჭერს”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ღაზის სექტორის საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეირანში, მის ინდოელ კოლეგასთან ერთად, სატელევიზიო პრესკონფერენციის დროს ამერიკის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, “არ დაუკავშირონ ამერიკის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები […]
აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე პარტნიროებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ესაუბრება

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე, უოლი ადეემო, ამ თვეში, ევროპასა და იაპონიაში გაემგზავრება, სადაც კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღდეგ სანქციების აღსრულებას და ახალ ზომებს, რომელიც სამიზნეში იღებს ფინანსურ ინსტიტუტებს. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბრისას, ხაზინის დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა. 16-23 იანვარს, ადეემო ჩავა რომში, ბერლინში, ფრანკფურტსა და ტოკიოში, სადაც ის შეხვდება დიდი შვიდეულის ქვეყნების წარმომადგენლებს, […]
ბელარუსი ოპოზიციონერი ციხეში გარდაიცვალა

ბელარუსის ციხეში ოპოზიციონერი ვადზიმ ხრასკო გარდაიცვალა, რომელიც იქ სამწლიან სასჯელს იხდიდა. ინფორმაციას ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვიასნა” ავრცელებს. განაჩენი ხრასკოს გასულ წელს, 2023 წლის აგვისტოში გამოუტანეს, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების პროგრამებში შემოწირულობის შეტანის გამო. “ვიასნას” ინფორმაციით, ის 50 წლის ასაკში, გასულ კვირას გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად პნევმონია სახელდება. “ვიასნას” ცნობით, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა შორის, […]
კვლევა: გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებულ გენს ადრე დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა

მეცნიერები პრეისტორიულ პერიოდში მცხოვრები ადამიანების ძვლებისა და კბილების გენეტიკური ანალიზის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ გენები, რომლებიც გაფანტული სკლეროზის გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული, შესაძლოა ბრინჯაოს ხანაში მონადირე-შემგროვებლებსა და მესაქონლეებს მოშინაურებული ცხოველების პათოგენებისგან იცავდა. ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში წერია. პროექტი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 175 საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობდა. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა, მათი თქმით, გარდაცვლილი ადამიანების […]
მედია: გაერომ უკრაინაში 2024 წლის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა წარმოადგინა

გაერომ უკრაინაში 2024 წლის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა წარმოადგინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. “დღეს, 15 იანვარს, ჟენევაში, გაერომ და პარტნიორებმა მიმართეს დონორებს, რომ 2024 წლის განმავლობაში გამოეყოთ 4,2 მილიარდი დოლარი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული თემების, ასევე უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლებისა და მასპინძელი თემების მხარდასაჭერად”, – ნათქვამია წერილში. ცნობილია, რომ […]
ბაქოში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა | სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

განახლებული ინფორმაციით, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავდა 24 პირი. აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. იხილეთ ასევე: · აფეთქება ბაქოში | დაღუპულია 2 და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი
უკრაინელი უფლებადამცველი: რუსეთის მიერ, 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისიონერი, დმიტრო ლუბინეცი ამბობს, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა. ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია. ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს […]
ამერიკა მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დღეს აღნიშნავს

ამერიკ დღეს მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დღეს აღნიშნავს. ქვეყანაში, ადამიანის უფლებათა დამცველის მოსაგონრად, საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის მსვლელობები და საქველმოქმედო ინიციატივებია დაგეგმილი. ამ დღის აღსანიშნად, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფილადელფიაში ჩავა, სადაც შიმშილთან მებრძოლ ერთ-ერთი ორგანიზაციის საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კი, სამხრეთ კაროლინის შტატში ჩავა, სადაც ის მოსახლეობას თეთრი სახლის გზავნილს გადასცემს. […]
ეს საზონოვისთვის კარგი იქნება – ბონჯორნოს “მილანი” ეპატიჟება

“მილანი” “ტორინოს” 24 წლის ცენტრალური მცველის ალესანდრო ბონჯორნოს შეძენას ცდილობს, – იტყობინება Sky Sport-ი. “მილანმა” ადრე ბონჯორნოს გადაბირება ვერ შეძლო, ახლა კი ტურინულ კლუბს ახალი წინადადებით მიმართავს. “ტორინო” თავის აღზრდილ ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს, “მილანი” კი უფრო ნაკლებ თანხას და ტრანსფერში 21 წლის თავდამსხმელის ლორენცო კოლომბოს ჩართვას შესთავაზებს. ბონჯორნომ ამ სეზონში სერია A-ს 17 […]