“ჰამასის” წარმომადგენლები რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ

The Telegraph-ის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” წარმომადგენლები, მუსა აბუ მარზუკი და ბასემ ნაიმი, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ, რომელიც წარსულში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო ისრაელში. “საუბრისას ყურადღება გამახვილდა პალესტინა-ისრაელის მიმდინარე დაპირისპირებაზე, რომლის ფონზეც ღაზiს სექტორში ჰუმანიტარულმა კრიზისმა კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. […]
რუსეთის მიერ გაშვებული 7 “შაჰიდიდან” 4 ჩამოვაგდეთ | უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 7 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტიეს. უწყების თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 4 მათგანი ჩამოაგდეს. “ღამით რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს მორიგი საჰაერო დარტყმა შაჰიდ-136/131 ტიპის 7 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4 უპილოტო საფრენი აპარატი,” – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მიმართულებით რუსების მიერ განხორციელებული 33 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მიმართულებით რუსების მიერ განხორციელებული 33 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე 103 შეტაკება მოხდა. სულ, რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 59 შეტევა და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის […]
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კერძოდ, N311, N 327 ავტობუსები და N458, N 476, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ილტოზა, მჭადიჯვარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
“გუდაურში რესტორნის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თბილისში” – Skio-ს დამფუძნებელი

„სამწუხაროდ, წელს, ჩვენს რესტორანში ფასების 15%-იანი ზრდა მოგვიწია“, – ამის შესახებ BM.GE-სთან, გუდაურში მდებარე რესტორან Skio-ს დამფუძნებელმა, დადუნა ღლონტმა განაცხადა. როგორც რესტორნის დამფუძნებელი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ქართველ მომხმარებლებს არ ესმით, რომ გუდაურში რესტორნის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თბილისში. მისივე განმარტებით, გუდაურში რესტორნის ფუნქციონირებას თავისი სპეციფიკა აქვს. დისტრიბუტორების მიერ გაზრდილი ფასები კი კვების ობიექტებში გაზრდილ […]
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება | მერია

თბილისის მერიის ცნობით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. “აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. კერძოდ, […]
“რობოტი ადამიანს ვერასდროს ჩაანაცვლებს” – Lemons Group-ის დამფუძნებელი

Lemons Group-ის დამფუძნებელი, ირინე მელიმონაძე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა შრომით ბაზარს დაალაგებს. როგორც ის BMG-სთან აცხადებს, მომავალში დასაქმებულებს არა რობოტები, არამედ ის ადამიანები ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეეძლებათ. “ადამიანურ ინტელექტს, ადამიანურ ემოციას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. უბრალოდ ჩვენს შრომას და გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის კადრებს დააფასებს. შრომით ბაზარზე განუკითხაობა ხდებოდა. კადრების […]
სასამართლომ ალეკ ბოლდუინს უნებლიეთ მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა

ნიუ მექსიკოს სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინს უნებლიეთ მკვლელობის მუხლით ბრალი წარუდგინა. ნიუ მექსიკოს შტატის კანონმდებლობა, ადამიანის უნებლიეთ მკვლელობისთვის სასჯელად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკ ბოლდუინის ადვოკატებმა BBC-სთან თქვეს, რომ ისინი სასამართლოს შემდგომ სხდომას ელოდებიან. რამდენიმე თვის წინ მსახიობის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურას შესაძლოა ბოლდუინისთვის ყველა ბრალდება მოეხსნა. 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, […]
აშშ-მა კვლავ განახორციელა დარტყმები იემენში განთავსებული ჰუთების სამიზნეებზე

19 იანვარს აშშ-ის არმიამ კვლავ განახორციელა დარტყმები იემენში განთავსებული ჰუთი მემაბოხეების წინააღმდეგ და მიზანში ამოიღო სარაკეტო დანადგარები, რომლებითაც წითელ ზღვაში ხომალდებზე უნდა განხორციელებულიყო თავდასხმები – აცხადებს თეთრი სახლი. “დღეს დილით აშშ-ის ძალებმა სამი წარმატებული თავდაცვითი შეტევა განახორციელეს ჰუთების სამიზნეებზე იემენში” – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ. მიმდინარე კვირაში ეს მეოთხე “პრევენციული დარტყმაა” ჰუთების სარაკეტო […]