“მართლა გამოვიდა, ასე აგიხდეთ ყველაფერი” – მეზვრიშვილი

მართლა გამოვიდა, ნახევარი დღეც არ გასულა. ასე აგიხდეთ ყველაფერი. პ.ს. განცხადების შინაარსში არ შევდივარ. კორუფცია გუგუნებს ხალხის ინტერესების ხარჯზე და არასახალხო დამცველი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არავინ იცის. დღეს დატუქსა შალვა პაპუაშვილმა, ყური აუწია და იმედი მიეცა ხალხს, რომ გამოჩნდება.

ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს

მოსკოვის “ლოკომოტივიდან” “ნიჟნი ნოვგოროდში” იჯარით გაშვებული 23 წლის ნახევარმცველის კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ და “ჯვაროსნების” რიგებში თამაშის სურვილმა, რუსი გულშემატკივრების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მას თბილისის “დინამოს” ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა გამოექომაგა. “მარადიშვილის სპორტული მოქალაქეობის შეცვლაში არაფერი კრიმინალური არ არის, რადგან ყველამ ვიცით, რაც ხდება. კოსტიამ თავად გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. იქ ის, […]

რუსეთმა ჰამასის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

ჰამასის წარმომადგენლები, მუსა აბუ მარზუკი და ბასემ ნაიმი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ. მიხაილ ბოგდანოვი წარსულში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი ელჩი იყო ისრაელში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენელმა ჰამასის მხარეს ისრაელელი ტყვეების სწრაფად გათავისუფლებისკენ მოუწოდა. როგორც ცნობილია, ამჟამად ჰამასის ტყვეობაში სამი რუსი კაცი იმყოფება. “საუბრის მთავარი აქცენტი იყო მიმდინარე […]

იაპონური რობოტი მთვარეზე დაეშვა – ხარვეზის გამო, შესაძლოა მისია მალევე შეწყდეს

იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა, თუმცა მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შესაძლოა მისია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს. მთვარის საკვლევი ჭკვიანი დასაჯდომი მოდული (Slim) მთვარის ეკვატორულ კრატერთან დაეშვა. შედეგად, აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, იაპონია გახდა მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე მოდული უსაფრთხოდ დასვა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, […]

საბურთალოს ნაწილს გაზი 18 საათით შეუწყდა

კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, საბურთალოს ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 19 იანვარს 20:40 საათზე შეწყდა და 20 იანვარს 15:00 საათზე აღდგება.

სასამართლომ ალეკ ბოლდუინს უნებლიე მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა

ნიუ მექსიკოს სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინს უნებლიედ მკვლელობაში ბრალი წარუდგინა. ნიუ მექსიკოს შტატის კანონმდებლობა, ადამიანის უნებლიე მკვლელობისთვის სასჯელად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკ ბოლდუინის ადვოკატებმა BBC-სთან თქვეს, რომ ისინი სასამართლოს შემდგომ სხდომას ელოდებიან. რამდენიმე თვის წინ მსახიობის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურას შესაძლოა ბოლდუინისთვის ყველა ბრალდება მოეხსნათ. 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ […]

გაერთიანებულმა სამეფომ ლაზერული იარაღი წარმატებით გამოცადა

გაერთიანებულმა სამეფომ ლაზერული იარაღის გამოცდისას საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ წარმატებულად პირველად გაისროლა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაზერული იარაღი სახელად DragonFire (დრაკონის ცეცხლი) საკმარისად ზუსტია 1-კილომეტრიანი მანძილიდან 1-ფუნტიანი მონეტის მიზანში ამოსაღებად. უწყების თქმითვე, შოტლანდიაში, ჰებრიდის კუნძულებზე ჩატარებული ტესტი ტექნოლოგიის საბრძოლო გამოყენებისკენ გადადგმული “დიდი ნაბიჯია”. თავდაცვის მდივნის, გრანტ შაპსის თქმით, ლაზერული იარაღი რაკეტების დაბალფასიან ალტერნატივად განიხილება და მისი […]

500 000 კილოვატსაათი | მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდი დაფიქსირდა

“ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. იმავე დღეს, სრულად ,,ენერგო-პროს“ აბონენტეთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლივატსაათი შეადგინა. აღნიშნული 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი. “გთხოვთ, ყურადღებით […]

ვალუტის კურსი შაბათ-კვირას | რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 22 იანვრის ჩათვლით: · 1 აშშ დოლარი – 2.6576 ლარი ღირს; · 1 ევრო – 2.8941 ლარი; · 1 ფუნტი – 3.3704 ლარი; · 1 ლირა კი 0.0882 ლარი ახალ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი ორშაბათს დაადგენს.

თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდა | ქუჩები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს: · საბურთალოს რაიონი 19/01 19:30-დან 20/01 06:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გაგარინის N1-27 (კენტებს), ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას, სოკრატ არშბას, აკაკი გახოკიძის, შარტავას, პეკინის გამზ.N 43, კანდელაკის N1 2 3, ისაკაძის N 1, 2, 3, 4, 6. · ისნის რაიონი 19/01 17:15-დან 20/01 01:00 საათამდე, […]