NASA-მ და Lockheed Martin-მა უხმაურო ზებგერითი თვითმფრინავი შექმნეს – NASA

NASA-ს კოსმოსურმა სააგენტომ და Lockheed Martin-მა ექსპერიმენტული ზებგერითი თვითმფრინავი X-59 წარმოადგინეს. ამის შესახებ NASA-ს ვებგვერდი იტყობინება. ამ უნიკალური X-59 ექსპერიმენტული თვითმფრინავით, NASA მიზნად ისახავს გააუმჯობესოს საჰაერო მგზავრობა კომერციული თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფად ფრენა. მოსალოდნელია, რომ X-59-ის ფრენის სიჩქარე 1,4-ჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს, ანუ 925 mph-ს. მისი დიზაინი, ფორმა და ტექნოლოგია საშუალებას მისცემს […]

რუსული საკრუიზო გემი „ვლადიმირ ჟირინოვსკი” ბათუმში გაჩერდება

ახალი საკრუიზო გემი „ვლადიმერ ჟირინოვსკი“ ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევა და სოჭის, ნოვოროსიისკის, ბათუმის, სტამბოლის მარშრუტებზე ივლის. ამის შესახებ გამოცემა რუსული მედია წერს. გამოცემა ПортНьюс-ი იტყობინება, რომ ლაინერი ახლა ასტრახანის სამხრეთ გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების ცენტრში მოსკოვის გადამზიდავი კომპანიის დაკვეთით შენდება. ლაინერს თავდაპირველად პეტრე დიდი ერქვა, თუმცა მას მოგვიანებით სახელი რუსეთის დუმის მკვდარი დეპუტატის, ვლადიმირ ჟირინოვსკის […]

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება, – ამის შესახებ ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის […]

U16 ნაკრებმა ევროპის თასის მეორე წრე მოგება-წაგებით დაიწყო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგაზე საასპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა. ქალაქი რიგა ამ ტურნირის მეორე წრეს მასპინძლობს. პირველი წრე გასული წლის 3-5 ნოემბერს ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო, 2 კი დათმო. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელია ნიკა ცინცაძე, ხოლო ასისტენტები – ლევან ტყეშელაშვილი და ნიკა ბურჯანაძე. საქართველოს 2008 წელს დაბადებულთა ნაკრები რიგაში შემდეგი […]

ჯო ბაიდენი – ნეთანიაჰუ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგება

ნეთანიაჰუ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლებელია თუ არა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, სანამ ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, უპასუხა, რომ „არა, არ არის“. გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება, რადგან იგი ისრაელის უსაფრთხოების გარანტიას […]

ადგილწარმოშობის დასახელება „ყვარელი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „ყვარელი“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „ყვარელის “ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. „ამჟამად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ყვარელი“ არ იზიარებს ყვარლის მხარეში გაბატონებული „ქინძმარაულის“ ისტორიულ წარსულს, დაყენების ხანგრძლივ ტრადიციასა და ლეგენდებს, რომლებიც ყვარლის ციხეზე აშენებულ მარანს უკავშირდება. ღვინო […]

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მარშრუტი 2 დღით იცვლება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 20-22 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვლება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, N311, N327 ავტობუსები და N458, N476, N504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ მოძრაობას, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N320 ავტობუსი და N536, N551 მიკროავტობუსები […]

უკრაინა: რუსეთის გაშვებული 7 დრონიდან 4 ჩამოვაგდეთ

20 იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 7 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 4 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. “ღამით რუსმა დამპყრობლებმა მიიტანეს მორიგი საჰაერო იერიში შაჰედ-136/131 ტიპის 7 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4 უპილოტო საფრენი აპარატი”. – აღნიშნულია განცხადებაში. ამავე ინფორმაციით, ბოლო […]

რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს აღრიცხავს | რუსული მედია

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხავს. რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმის მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა საკონსულოებში მოუწევთ. ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება “მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ” და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი. კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხვას აიძულებენ, დოკუმენტში არ არის […]

იაპონური რობოტი მთვარეზე დაეშვა

BBC-ის ცნობით, იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა, მაგრამ მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შესაძლოა მისია მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდეს. მთვარის საკვლევი ჭკვიანი დასაჯდომი მოდული (Slim)მთვარის ეკვატორულ კრატერთან დაეშვა – აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, იაპონია გახდა მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე მოდული უსაფრთხოდ დასვა. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო, Slim-ი ელექტროენერგიის […]