ილია მეორე: მშვიდობა თქვენ ყველას, ღმერთს მადლობა შევთხოვოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს მიულოცა. ილია მეორეს თქმით, ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ერის მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი. „მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა […]

ვინ მონაწილეობდა თბილისის მერიის საახალწლო კონცერტში – სია

წელს თბილისის მერიის საახალწლო კონცერტი მხოლოდ ტელემაყურებლებისთვის გაიმართა. საკონცერტო სივრცედ თბილისის ცერემონიების სასახლე (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) გამოიყენეს. მაშინ, როცა რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მერიის კონცერტი გადაიცემოდა, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი (რუსთაველი), პარლამენტის მიმდებარე სივრცე გადაკეტილი იყო. უკვე ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. პარლამენტთან მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ათასობით ადამიანი […]

ზელენსკის თქმით, მას სწამს, რომ ტრამპს „სურს და შეუძლია“ უკრაინაში მშვიდობის დამყარება

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სურს და შეუძლია“ უკრაინაში მშვიდობის დამყარება და „პუტინის აგრესიისთვის ბოლოს მოღება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში. „პირველი შეუძლებელია მეორის გარეშე, რადგან ეს არ არის ქუჩის დაპირისპირება, სადაც თქვენ უნდა დააშოშმინოთ ორი მხარე“, – თქვა ზელენსკიმ. „ეს არის შეშლილი სახელმწიფოს სრულმასშტაბიანი აგრესია ცივილიზებულის წინააღმდეგ. და მე მწამს, რომ […]

უილსონმა ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირების მოთხოვნით მიმართა

FOX NEWS-ის პროდიუსერი ნანა საჯაია სოციალურ ქსელში კონგრესმენ ჯო უილსონის წერილს აქვეყნებს, რომელიც FOX NEWS-მა მოიპოვა. წერილის თანახმად, ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასანქცირებას ითხოვს. „ესეც კონგრესმენ უილსონის წერილი, რომელშიც ტრამპის მომდევნო ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების და ახლობლების დასანქცირებას ითხოვს. წერილში კონგრესმენი მადლობას უხდის მომავალი ადმინისტრაციის წევრებს მთავრობის გადაბარებისას შედეგიანი […]

“თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს დისციპლინა არ გვაქვს – ამ ღამეზე მოუყევით” – კოტე ქამუშაძე

კოტე ქამუშაძე, სოციალურ ქსელში, წერს: თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს თვითორგანიზება არ შეუძლიათ – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს დისციპლინა არ გვაქვს – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს ზომიერად დალევა არ შეუძლიათ – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს ერთმანეთი არ გვიყვარს – ამ ღამეზე მოუყევით. თუ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, მკვლევრებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ოჯახის სახელით, გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს პირად ცხოვრებაში, სამეცნიერო […]

ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 2025 წელს?

ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 2025 წელს? – 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე 4.498 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლიდან: · 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით 450 ლარამდე იზრდება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება; · 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად […]

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 111 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 63 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 46 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 2 რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, […]

“ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი“ – რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი

საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“. “საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო. ერთად აღვნიშნეთ (ქართულ სტილში, კილომეტრის სიგრძის სუფრის გარშემო) 2025 წელი, […]

ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მოუწოდებს „სამიზნეში ამოიღონ „აგრესორთა ღერძი“, მათ შორის „ქართული ოცნება““

ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მოუწოდებს „სამიზნეში ამოიღონ „აგრესორთა ღერძი“, მათ შორის „ქართული ოცნება““ კონგრესმენი ჯო უილსონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მოუწოდებს”სამიზნეში ამოიღონ “აგრესორთა ღერძი”, მათ შორის “ქართული ოცნება”. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) წერილის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News ავრცელებს. […]