“თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს დისციპლინა არ გვაქვს – ამ ღამეზე მოუყევით” – კოტე ქამუშაძე

კოტე ქამუშაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს თვითორგანიზება არ შეუძლიათ – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს დისციპლინა არ გვაქვს – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს ზომიერად დალევა არ შეუძლიათ – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართველებს ერთმანეთი არ გვიყვარს – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართულ ტრადიციებს ვებრძვით – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ ცოტა ვართ – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე გეტყვით, რომ მაინც არაფერი გამოგვივა – ამ ღამეზე მოუყევით. თუ ვინმე ჩუმად არის და ამ ღამეზე არაფერს გეტყვით – ამ ღამეზე მოუყევით. მოუყევით ყველას, ვინც არ ყოფილა, შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც ჯერ არ გყავთ, წინაპართა სულებს როცა მათ საფლავებზე გახვალთ. და თუ ოდესმე უიმედობა შეგიპყრობთ, ეს ღამე გაიხსენეთ და მოუყევით თქვენს თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიან ივანაძე: სანამ განათლების სამინისტრო და ბიუროკრატიული აპარატი იმაზე ფიქრობს, თუ რა ფერის ჰალსტუხი უნდა ეკეთოს მოსწავლეს და რა უშინაარსო სურათი უნდა დახატოს ისტორიის წიგნის გარეკანზე, რეალური სამყარო სინათლის სიჩქარით მიიწევს წინ და გვტოვებს შუა საუკუნეების წყვდიადში