დღეიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო. ამ დრომდე კანონში ეწერა, რომ „პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად“. „პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. […]
დღეიდან, თბილისში პიკის საათებში მოძრაობა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეზღუდება

დღეიდან, 1-ელი იანვრიდან, თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება – თემაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, 25 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის […]
როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში?

1 იანვარს საქართველოს რეგიონების ნაწილში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება და მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო 2 იანვრიდან უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახენ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, უნალექო ამინდი იქნება თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება რეგიონებს: სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს […]
გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას ბედნიერი ახალი წელი: “რომ შემეძლოს, ყველა სათითაოდ მოგწერდით…” – Marao

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ “მხოლოდ ქართულში” მონაწილეობის დროს გაიცნო. გიორგი ცხადაძე ხონში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ გიორგი ხშირად დადიოდა სოფელში ბაბუასთან: “ხონში დავიბადე, მაგრამ მერე ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ბაბუა სოფელში ცხოვრობდა და მასთან რომ ჩავდიოდი, მუდმივად მესმოდა ლაპარაკი სოფლის პრობლემაზე. მხოლოდ ერთი […]
1 იანვრიდან „გაზპრომმა“ შეაჩერა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი

რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ მოსკოვის დროით დილის 8 საათზე შეაჩერა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. კიევმა დაადასტურა რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება. „ეს ისტორიული მოვლენაა, რუსეთი კარგავს ბაზრებს, ის ფინანსურ ზარალს განიცდის“, განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ. ეს ნაბიჯი გადაიდგა „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, ნათქვამია განცხადებაში. კიევმა მანამდე უარი […]
“სად იმალებოდი, კახ?” – სარიშვილი კალაძეს

მოლოცვა მინდოდა გეძებდი ვერ გნახე სად იმალებოდი კახ? ძნ აკლდი რუსთაველს. Kakha Kaladze კახა კალაძე
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დაკრძალვას დაესწრება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დაკრძალვას დაესწრება. „იქ ვიქნები“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ფლორიდაში, ახალი წლის საღამოს გამართულ წვეულებაზე. ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს, რომელიც 29 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, 9 იანვარს დაკრძალავენ.
“რატომ გვიხარია ყველას ახალი წლის დადგომა?” აკაკი წერეთლის წერილებიდან

დადგა 31 დეკემბერი, ახალი იმედების, მოლოდინების დრო, რომ მოვა ახალი წელიწადი და ყველაფერს ცუდს ძველი წელი წაიღებს, რომ ეს წელი იქნება ბევრად უკეთესი… ამიტომ ყველას უხარია ახალი წელი, დიდსაც და პატარასაც, რადგან ყველა ველით ახალს – ახალს და უკეთესს, “მაინც კიდევ მოელის, უცდის, იმედოვნებს და შეჰხარის ყოველ ახალ წელიწადს” წერს წერილში “ახალი წელიწადი” ქართველი კლასიკოსი […]
კონგრესმენმა უილსონმა ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ოჯახის სანქცირებისკენ მოუწოდა

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ წერია წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა და რომელიც კონგრესმენმა 30 დეკემბერს სახელმწიფო მდივნის კანდიდატს სენატორი მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის წარმომადგენელს მაიკლ უოლტსს გაუგზავნა. „ვაფასებ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე გვქონდა. ასეთია […]
ზურაბიშვილი: დემონსტრანტებისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე Ezz Gaber-ის ფოტო გამოაქვეყნა და ახალი წლის ღამეს თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ზურაბიშვილის თქმით, დემონსტრანტებისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო. საქართველოში პროტესტის 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის იყო სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე. ერთად აღვნიშნავთ (ქართულ სტილში კილომეტრზე გრძელი მაგიდის გარშემო) 2025-ს, როგორც არჩევნების წელს. თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“ […]