ახალი წლის ღამით რუსეთმა კიევზე დრონებით მიიტანა იერიში

რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა 1 იანვარს დილით კიევს შეუტიეს. პეჩერის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ზედა ორი სართული. უკანასკნელი მონაცემებით, დაშავდა ექვსი ადამიანი, ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ „რბკ-უკრაინა“ იტყობინება დედაქალაქის მერზე, ვიტარი კლიჩკოზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, დრონის ნამსხვრევები ასევე დაეცა არასაცხოვრებელ შენობას, საცხოვრებელი სახლის სახურავზე და ერთ-ერთ ბინაში კი ხანძარი გაჩნდა. როგორც იტყობინებიან, ხანძარი […]
უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ “ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ 07:00 საათზე შეწყდა რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინამ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს აცნობა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული […]
“შეურაცხყოფა ამერიკის მტრებისგან… სარგებელი სისასტიკეებისაგან” –რას სთხოვს ივანიშვილზე ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტერაციას

ამერიკული ტელეარხი Fox News ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის წერილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. წერილში კონგრესმენი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მოუწოდებს”სამიზნეში ამოიღონ “აგრესორთა ღერძი”, მათ შორის “ქართული ოცნება”. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის , დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კანდიდატს, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკლ უოლცს […]
რუსებს თავისუფლების ეშინიათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ, ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის – ზელენსკი

რუსებს თავისუფლების ეშინიათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ, ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის – ზელენსკი რუსებს თავისუფლების ეშინიათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსებს თავისუფლების იმიტომ ეშინიათ, რომ “ისინი პუტინის მმართველობის დროს დაიბადნენ, სკოლაში პუტინის დროს წავიდნენ, პუტინის მმართველობის […]
კონგრესმენი უილსონი ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს. წერილი, რომელიც უილსონმა 30 დეკემბერს სახელმწიფო მდივნის კანდიდატს სენატორი მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის წარმომადგენელს მაიკლ უოლტსს გაუგზავნა ამერიკულმა Fox News-მა მოიპოვა. „მე ვაფასებ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა […]
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში შევიდნენ

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. 1 იანვრიდან გაუქმდა შემოწმება ამ ქვეყნებსა და შენგენის ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს შორის საზღვრებზე. ამგვარად, მგზავრებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შევლენ უნგრეთსა და საბერძნეთში, აღარ დასჭირდებათ საბუთების წარდგენა. ევროპის კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა შესაბამისი გადაწყვეტილება თითქმის სამი კვირის წინ მიიღეს, მას შემდეგ, რაც […]
2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება

2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, […]
დღეიდან, თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

დღეიდან, თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 25 დეკემბერს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ. მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს […]
უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორის ცნობით, კიევის დროით 7:00-ზე კომპანიასა და „გაზპრომს“ შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა. „ოპერატორმა საერთაშორისო პარტნიორებს დადგენილი წესით აცნობა. ამრიგად, 1-ელი იანვრიდან უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა […]
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი 1-ელ იანვარს, დილით შეწყდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო. „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დილის 07:00 საათზე შეწყდა რუსული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინამ დადგენილი წესით აცნობა ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს“, – ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშენკოს განცხადებით, რუსული გაზის […]