ჯო უილსონი და სტივ კოენი – საქართველოს ქუჩებში მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ, ამ პასუხს მძაფრი ფორმით ვგმობთ – ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერი, კონგრესმენი სტივ კოენის (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ისინი „მძაფრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „ექსტრემალური ძალადობის“ ფორმას. „ხუთშაბათს ქართველები თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გავიდნენ, რათა ხმა ამოიღონ “ქართული ოცნების” პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ […]
ზურაბიშვილი: ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი თავდასხმების

ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.
„ქართული ოცნების მთავრობა არალეგიტიმურია“ – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არალეგიტიმურია. „საკმაო მტკიცებულებებია, რომ ოცნებამ მოახდინა არჩევნების შედეგების მანიპულირება ხელისუფლების შესანარჩუნებლად. კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის სრული ბოიკოტისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, ოცნებამ ახალი მთავრობა დანიშნა. შესაბამისად, ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია. მოვუწოდებთ აშშ-ის ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭეროს ქართველ ხალხს […]
„მოწმენი ვართ თავდასხმების, რომლებიც ჰგავს რუსული სტილის რეპრესიებს“ – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სასტიკი თავდასხმები ხალხსა და მედიაზე რუსული რეპრესიების სტილში ხდება. „კვლავ, მოწმენი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც ჰგავს რუსული სტილის რეპრესიებს. ამ ქმედებებს არ ვაპატიებთ! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლებმა უნდა აგონ პასუხი“, – წერს იგი.
„პუბლიკას“ ცნობით, სპეცრაზმელმა მათ ჟურნალისტ ანა მსხალაძეს თავში ჩაარტყა

გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, სპეცრაზმელმა მათ ჟურნალისტ ანა მსხალაძეს თავში ჩაარტყა. „ანა მსხალაძე ამბობს, რომ ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და […]
ტატო ქელბაქიანის თქმით, მის პოლიციამ არასრულწლოვან შვილს სცემა და დააკავა

ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ პოლიციამ მისი არასრუწლოვან შვილს სცემა და დააკავა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა. როგორც ის ამბობს, პოლიციამ 17 წლის შვილი ხელიდან გამოსტაცა მაშინ, როცა დარბევის შემდეგ სახლისკენ აპირებდნენ წასვლას: “აქციაზე ვიყავით და უკვე მოვდიოდით რომ შლიდნენ, ვიდექით მარტო, წყნარად პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. უცებ მოკიდეს და […]
რუსთაველზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს, დემონსტრანტები ადგილზე ცდილობენ დარჩენას

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს. მოქალაქეები ცდილობენ მიმდებარე ქუჩებს შეაფარონ თავი, შემდეგ კი ისევ დაბრუნდნენ რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობს გზის სავალი ნაწილის ჩახერგვას. ხალხი რუსთაველის გამზირზე გაფანტულად დგას, მათ შორის მკვეთ და პარალელურ ქუჩებზე. მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე […]
ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია – „ჰელსინკის კომისია“ საქართველოს მთავრობაზე

აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს. „ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია“, – წერია განცხადებაში, რომელიც 30 ნოემბერს გამოქვეყნდა. განცხადება კომისიის ხელმძღვანელების, კონგრესმენების, სტივ კოენისა და ჯო უილსონის სახელით გამოქვეყნდა. კომისიამ სოლიდარობა გამოუცხადა „ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიისა და ევროპის მომავლის გადასარჩენად, ხელისუფლების ძალადობრივი რეპრესიების პირისპირ“. „არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, […]
დემონსტრაციის მეორე დღის გაშუქებისას კვლავ დაშავდნენ ჟურნალისტები

29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტები დაშავდნენ. · „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პარლამენტის გვერდით, თავის არეში მიიღო დაზიანებები; იგი მძიმე დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს; · „პირველის“ ცნობითვე, დაშავდა ამავე ტელეკომპანიის ოპერატორნი პაპუნა ხაჩიძე; · თბილისში ბაზირებული რუსული ლიბერალური გამოცემის, Paper Kartuli-ის […]
თამარ კორძაია – ქვეყანაში ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი – ახალგაზრდები არ დათმობენ, გააგდებენ და ბრუნდებიან

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტმა შედეგი უნდა გამოიღოს იმიტომ, რადგან „ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ“ იბრძვიან. როგორც კორძაიამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენების მიუხედავად, უკან არ იხევენ და პროტესტს აგრძელებენ. „ეს არის პროტესტი იმიტომ, რომ ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას არ უნდა […]