„პუბლიკას“ ცნობით, სპეცრაზმელმა მათ ჟურნალისტ ანა მსხალაძეს თავში ჩაარტყა

გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, სპეცრაზმელმა მათ ჟურნალისტ ანა მსხალაძეს თავში ჩაარტყა.
„ანა მსხალაძე ამბობს, რომ ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ. ანა მსხალაძეს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია. დაკარგულია მისი ტელეფონი, რომლითაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა“, – იტყობინება „პუბლიკა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს