თამარ კორძაია – ქვეყანაში ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი – ახალგაზრდები არ დათმობენ, გააგდებენ და ბრუნდებიან

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტმა შედეგი უნდა გამოიღოს იმიტომ, რადგან „ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ“ იბრძვიან. როგორც კორძაიამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენების მიუხედავად, უკან არ იხევენ და პროტესტს აგრძელებენ. „ეს არის პროტესტი იმიტომ, რომ ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას არ უნდა […]

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. როგორც ექიმმა განაცხადა, მარიამ გაფრინდაშვილი მეთვალყურეობის მიზნით კლინიკაში დაახლოებით 24 საათი დარჩება. „ჰქონდა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება. იყო ემოციურად ძალიან დატვირთული, თუმცა ამ წუთას არის მშვიდად. ითხოვს ბინაზე გაწერას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავტოვოთ მეთვალყურეობისთვის კლინიკაში დაახლოებით 24 საათი. მსუბუქი ტვინის შერყევის […]

ექიმის თქმით, მარიამ გაფრინდაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უტარდება კვლევები

ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ესაუბრა ჟურნალისტებს. ექიმის თქმით, გაფრინდაშვილი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, თუმცა აქვს ჩივილები, რომლის საფუძველზეც ექიმის რეკომენდაციაა, რომ ის კლინიკაში დარჩეს 24 საათის განმავლობაში: “მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი დამუშავება მარჯვენა შუბლის არეში, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა მხრივ რაიმე ჩივილები […]

მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე, „ცისფერ გალერეასთან“ ნაგვის ურნების, სკამებისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით ბარიკადებს აგებენ

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, „ცისფერ გალერეასთან“ ნაგვის ურნები, სკამები და სხვადასხვა ნივთები მიაქვთ და ბარიკადებს აგებენ. დემონსტრანტები ამ ფორმით ცდილობენ, ხელი შეუშალონ სპეცრაზმს, რომელიც რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან სრულად გათავისუფლებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ სპეცდანიშნულების რაზმებს სრულად აქვთ დაკავებული უშუალოდ, პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრი. ასევე, შენობის გვერდითა ასასვლელები. აქციის დაშლის დროს სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს ცრემლსადენ […]

ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს – წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია: ან იყენებთ ბერკეტებს და აჩერებთ ძალადობას, ან ხართ ღალატის თანამონაწილე

გგონიათ, მხოლოდ ივანიშვილია პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? სულ ვერიდებოდი სახელების ხსენებას. მოვიდა პერსონალური პასუხისმგებლობების შეხსენების დრო , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მეზვრიშვილი პერსონალურად იმ პირებს მიმართავს, რომლებიც წარსულში მისი თანაგუნდელები იყვნენ. “დავიწყებ პროკურატურით (გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები) და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსით. ყველას პირადად გიცნობთ, ერთად ბევრი […]

არმაზ ახვლედიანი – საზოგადოებამ უნდა დააყენოს მკაფიო მოთხოვნები: 30 ნოემბრის 20:00 საათამდე გადადგეს თვითმარქვია მთავრობის მეთაური, 2025 წლის მარტში დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები

ივანიშვილის სადისტური, პუტინისტური რეჟიმის თითოეული საათი, დღე უბედურებაა საქართველოსთვის! – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, საზოგადოებამ ახლა კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააყენოს. “ახლა საზოგადოებამ უნდა დააყენოს მკაფიო მოთხოვნები: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული თითოეული მოქალაქე; მიმდინარე წლის 30 ნოემბრის 20:00 საათამდე გადადგეს თვითმარქვია მთავრობის მეთაური; უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში […]

ლარს ლიოკე რასმუსენი: დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით

დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილებიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული გადამეტებული ძალის გამო. დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელთა დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს.

რუსთაველის გამზირზე ათობით პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე ათობით პირი დააკავეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებენ. ამ დროისთვის საპოლიციო ძალებმა ათეულობით მომიტინგე უკვე აიყვანეს. პერიოდულად ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. პარალელურად, რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე მასიურად უშვებენ ცრემლსადენ გაზს. აღსანიშნავია, რომ თავად საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სპეციალური ნიღბებით არიან აღჭურვილი.

„ეს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია“ – ჰელსინკის კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს

„ეს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია“ – ჰელსინკის კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს “ეს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია”, – აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს. “ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აემაღლებინათ ქართული ოცნების გაცხადებული გადაწყვეტილების […]

პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია

პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ადვოკატი ბექა ბასილაია. ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე ვითარება დაძაბულია.