კინემატოგრაფისტებმა და კინომოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

თბილისში, პროტესტის მე-19 დღეს კინემატოგრაფისტებმა და კინოს მოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი კინოთეატრ “აპოლოსთან” შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გაემართნენ. “შეუძლებელია ადამიანი იჯდეს ციხეში და შენ ითამაშო სპექტაკლი ან გადაიღო კინო და თქვა, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ ეხება”, – ამბობს რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, რომელიც დღეს კინემატოგრაფისტების მარშზე მივიდა. “გარდა იმისა, რომ ვითხოვთ […]

მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება წინსვლა თუ აზიურ ტვირთს ჰაბის პრინციპით გავატარებთ ევროპასა და ამერიკაში!!! სხვა ყველაფერი ტყუილია!” – ოთო აბესაძე

ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე: ,,ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ‼️ ჩინეთს, ინდოეთს და აზიურ ქვეყნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვჭირდებით, თუ ვართ კომფორტული გამტარი ევროპასა და ამერიკაში. რუსეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენს გარეშეც იდეალურად ვაჭრობენ. “აბრეშუმის გზის” იდეა მაშინაა გამართლებული, თუ საქართველოს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი და ექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ამერიკასთან. სხვა შემთხვევაში საქართველოსთვის ჰაბის ძახილი […]

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან: მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი. ისინი გეგმავენ, რომ მსვლელობისას შეჩერდნენ გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმთან, სადაც თავიანთ პოზიციას გააჟღერებენ. საბოლოოდ კი, ისინი რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: […]

რიკარდ იოზვიაკი – უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის – შესაძლოა ამ კვირაში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ კვირაში ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, რისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს […]

სურამის სატრანსპორტო კვანძი – ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

სურამის სატრანსპორტო კვანძი – ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე […]

RFE/RL: ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის დაწყება გადაწყვიტა. “რადიო თავისუფლება” წერს, რომ მისი ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55%, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ) მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის წამოწყებას. ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, რომ ამ საკითხზე […]

კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები პარლამენტამდე მსვლელობას მართავენ

კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები საპროტესტო მარშს მართავენ. ხელოვანებმა მსვლელობა კინოთეატრ „აპოლოდან“ დაიწყეს. მათ ხელში უჭირავთ ბანერი: „საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია“. მსახიობები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ კოლეგებს, ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს და მოითხოვენ, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლება ხელოვანების დაშინებას ცდილობს. საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასრულდება. ცნობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8160 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8160 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8448 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0288 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9842 ლარს შეადგენდა. […]

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს – მედია

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი დაუჭირა კვალიფიციურმა უმრავლესობამ, ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს. ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, სადაც საქართველოს საკითხზეც მსჯელობენ.

„ეკლესია არასდროს არ უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, არამედ ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს“ – მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა განაცხადა: „ეკლესია არასდროს არ უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, არამედ ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს. ძალაუფლებაში მყოფი ადამიანების მხარეს ყოფნა არ არის ეკლესიის მოწოდება, არამედ ეკლესიის მოწოდება არის ის, რომ დაიცვას ყოველთვის ის, ვისაც ძალაუფლება არა აქვს. და მე ყოველთვის შევეცდები, რომ ვიყო ყოველთვის, კარგი გაგებით, ხელისუფლების ოპოზიცია და ყოველთვის […]