კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები პარლამენტამდე მსვლელობას მართავენ

კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები საპროტესტო მარშს მართავენ.
ხელოვანებმა მსვლელობა კინოთეატრ „აპოლოდან“ დაიწყეს.
მათ ხელში უჭირავთ ბანერი: „საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
მსახიობები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ კოლეგებს, ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს და მოითხოვენ, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლება ხელოვანების დაშინებას ცდილობს.
საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასრულდება.
ცნობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და მსვლელობები მე-19 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგეს ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “