EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა ოფიციალურად მიიღო სანქციების რიგით მე-15 პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ პაკეტში გათვალისწინებული ღონისძიებები რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის სფეროს მოიცავს, რაც პუტინის ომის მანქანის შეჩერებას ისახავს მიზნად. პირველ რიგში, ევროკავშირმა მკაცრი ზომები გაატარა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს იმ გემებსა და ტანკერებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ახორციელებენ ნავთობის, იარაღისა და სურსათის ტრანსპორტირებას. ამჯერად სიაში დამატებულია […]
,, ევროკავშირის ქვეყნებმა დასაჯეს გახრწნილი ქოცური “ელიტა“ და არა ქართველი ხალხი. ეს ჩვენი ბრძოლის შედეგია!“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: ,,უკვე დაიწყო სპეკულაციები, რას ნიშნავს დიპლომატიური პასპორტიანებისთვის სავიზო სანქციების დაწესება და თითქოს არაფერი, რა პრობლემაა, ჩვეულებრივი პასპორტებით ივლიან ეს დასანქცირებულები. სანამ უფრო ღრმად წავალთ, ახლავე გავარკვიოთ: დიპლომატიური პასპორტის ქონა არის პრივილეგია და ამ პრივილეგიით ამ ქვეყანაში ასობით ადამიანი სარგებლობს. დასასანქცირებელ ჯგუფად დიპპასპორტიანების შერჩევა იმას კი არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად პასპორტს ერჩის ვინმე, […]
ბრიტანელმა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი “ქართული ოცნების” წარმომადგენლად მოიხსენია

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი, სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს და პოსტში მას “ქართული ოცნების” წარმომადგენლად მოიხსენიებს. “ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან, საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ყველაზე მკაფიოდ გავიმეორე, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები. დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, […]
“ყველაზე მეტად იმ ახალგაზრდების ბედი გვაღელვებს, ვინც დაპატიმრებული, ნაცემები და ნაწამები არიან” – “სუპერი”

კომპანიის “სუპერი” დამფუძნებელი, ივა ხაზარაძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა – გათავისუფლდნენ უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება მალე გამოვიდეს კრიზისიდან. „ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია ეს ორი პუნქტი იმისათვის, რომ სახელმწიფო კრიზისიდან მალე გამოვიდეს. თუმცა ყველაზე მეტად იმ ახალგაზრდების ბედი გვაღელვებს, ვინც ასე არიან დაპატიმრებული, […]
გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო

გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო, თუმცა მანამდე კანონმდებლების წინაშე სიტყვით კანცლერი წარდგა და გერმანიის სამომავლო ინვესტიციებისა და უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. კანცლერი ასევე შეეხო მისი სამთავრობო კოალიციის დაშლის საკითხს და კოალიციიდან თავისუფალი დემოკრატიული პარტიის გასვლას, რომელიც ხელისუფლების საბოტაჟში დაადანაშაულა. „ბუნდესტაგის არჩევნების დანიშვნა ჩემი მიზანია. ამ არჩევნებში მოქალაქეები შეძლებენ, განსაზღვრონ […]
ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა | მამუკელაშვილი 3 ქულას დასჯერდა

საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა” “ნიუ იორკ ნიქსს” უმასპინძლა და თანაბარ ბრძოლაში 91:100 დამარცხდა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 11 მოხსნა, 8 ქულა და 3 დაფარება მოაგროვა. “ორლანდოს” ვერც მორიც ვაგნერის 32-მა ქულამ უშველა. “ნიუ იორკში” გამორჩეული იყო კარლ-ენტონი თაუნსი – 22 ქულა, 22 მოხსნა. “მეჯიქს” 17 მოგება, 11 წაგება […]
ნათია თოდუას ორგანიზებით, აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

20 დეკემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მომღერალ ნათია თოდუას ორგანიზებით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება – მუსიკალური საღამო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად იმართება. როგორც საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი, ნათია თოდუა აღნიშნავს, ის კონცერტზე მეგობრებთან ერთად იმღერებს. “საქველმოქმედო კონცერტი საქართველოსთვის – „We Stand With Georgians“. შემოსვლა უფასოა! შემოწირული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახებს… ჩემი […]
10 ნაბიჯი, რომელსაც ტურიზმის სექტორის გადარჩენა შეუძლია – საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საპროტესტო გამოსვლების შედეგად ტურისტული ნაკადების შემცირება დარგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გაერთიანების გავრცელებულ განცხადებაში ის ნაბიჯებია დასახელებული, რომლებსაც ტურიზმის სექტორის გადარჩენა შეუძლია. “საპროტესტო გამოსვლების შედეგად ტურისტების შემცირება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე, რაც მოითხოვს სტრატეგიულ და სწრაფ ქმედებებს კრიზისიდან გამოსასვლელად. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს ტურიზმის სექტორის […]
“ვგმობთ ევროინტეგრაციის შეჩერებას და იმ სასტიკ ძალადობას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება” – “რატის სკოლა”

“ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და იმ სასტიკ ძალადობას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება”, – ამის შესახებ სპორტსკოლამ “რატის სკოლა” სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. სპორტსკოლის განცხადების თანახმად, ევროპული გზიდან გადახვევა საფრთხეს უქმნის შვილების მშვიდობიან და თავისუფალ მომავალს. “რატის სკოლა’’ უკვე ოცი წელია ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს აქვს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გამოხატოს საკუთარი თავი და ჩამოყალიბდეს […]
TBC უზბეკეთმა ბიზნესისთვის ახალი პლატფორმა შექმნა

TBC უზბეკეთის ინფორმაციით, შექმნეს TBC Business-ის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის პირველი ციფრული საბანკო სერვისია. ბანკის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი მარტივსა და სწრაფს ხდის ტრანზაქციულ მომსახურებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს მომსახურება ფილიალებში მისვლის გარეშე მიიღონ. TBC Business ასევე იყენებს როგორც TBC Uz-ის არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ასევე ქვეყნის მონაცემებით მდიდარ სახელმწიფო სერვისებს, რომ […]