კანდელაკი, ავერიანოვი, ტუპიკინი – საქართველოსთან კავშირში მყოფი პირები, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა

კანდელაკი, ავერიანოვი, ტუპიკინი – საქართველოსთან კავშირში მყოფი პირები, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტი, რომელიც ევროპულმა საბჭომ დღეს საბოლოოდ დაამტკიცა, 54 ფიზიკური პირს მოიცავს. იმ პირთა შორის, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს უკავშირდება, რამდენიმე ქართული გვარი და საქართველოსთან დაკავშირებული პირი ფიგურირებს. ესენი არიან: · თინა კანდელაკი – საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები […]

„წყალტუბო 500“ – ის ქვესადგური არა მარტო შეიტანს წვლილს ენერგოსისტემის განვითარებაში, არამედ გააძლიერებს დაკავშირებადობას საქართველოსა და თურქეთს შორის – თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი

„წყალტუბო 500“ – ის ქვესადგური არა მარტო შეიტანს წვლილს ენერგოსისტემის განვითარებაში, არამედ გააძლიერებს დაკავშირებადობას საქართველოსა და თურქეთს შორის – თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი „ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მჭიდრო მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. მზად ვართ, განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს,“ – განაცხადა თურქეთის საგანგებო […]

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55% – წარმოადგენენ მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს) მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას. ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში […]

FT: სირიის ცენტრალურმა ბანკმა 2018-2019 წლებში რუსეთში 250 მლნ დოლარი გაგზავნა ნაღდი ფულის სახით

სირიის ცენტრალურმა ბანკმა 2018 წლის მარტიდან 2019 წლის სექტემბრამდე რუსეთში გაგზავნა 250 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის სახით, იტყობინება Financial Times-ი რუსეთის საბაჟო აგრეგატორ Import Genius-ზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა რუსეთში გადაიტანა თითქმის ორი ტონა ბანკნოტები 100-დოლარიანი და 500-ევროიანი ნომინალებით. ფული ჩაიტანეს რუსეთის ორ ბანკში, რომლებსაც აშშ-ის სანქციები აქვს დაწესებული – „რუსეთის ფინანსურ კორპორაციაში” […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სურამის სატრანსპორტო კვანძი – ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის – რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც […]

„დროას“ წევრი, ნიკო ქვაცაბაია 2000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

„დროას“ წევრი, ნიკო ქვაცაბაია 2000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიციელის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ქვაცაბაია ამბობს, რომ განყოფილებაში საკუთარი ავტომობილით მივიდა და როდესაც ტელეფონი მოითხოვა, რათა ოჯახის წევრები გაეფრთხილებინა, იქ დაიძაბა სიტუაცია და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რიკარდ იოზვიაკი – უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა, ამ კვირაში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ კვირაში ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, რისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს […]

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციებს მართავს

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რათა გადაწყვიტოს მთავრობის შემადგენლობა, იტყობინება ორშაბათს BFM TV. ორშაბათს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში პირველები მივიდნენ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანების ლიდერი ჯორდან ბარდელა და ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი მარინ ლე პენი, რომლებმაც შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ ჯერ ნაადრევია ვიმსჯელოთ, მოუსმინა თუ არა მათ პრემიერ-მინისტრმა. გარდა […]