ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ჩეხეთი საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“. „შევხვდით ჩეხეთის ელჩს და ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიც ეხება ევროკავშირში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებს. […]

ეს არის დაჯგუფება, რომელიც, ერთად და ცალ-ცალკე, წარმოადგენს “ნაცმოძრაობას”, მათი არც ფერი იცვლება მათი და არც ზნე – გია ვოლსკი ნიკა გვარამიას კონსულტაციებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია, როგორც არ უნდა გამოეყოს “ნაცმოძრაობას”, ის “მაინც სისხლიანი წარსულიდან მოდის”. “ეს არის დაჯგუფება, რომელიც, ერთად და ცალ-ცალკე, წარმოადგენს “ნაცმოძრაობას” წარსულითაც აწმყოთიც, არც ფერი იცვლება მათი და არც – ზნე. ამ გადაჯგუფებებით ცდილობენ, გაემიჯნონ “ნაცმოძრაობას” და სისხლიან წარსულს. ნიკა გვარამიაც არათუ შორს არის ამ წარსულიდან, […]

დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში, ნიკა გვარამიას უნდა “გამარჯვების კოალიციასთან” ერთად მონაწილეობდეს პროცესში – ამაზე საუბარი შეიძლება – პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას კვლავ უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს საარჩევნო პროცესში და თუ სურვილი აქვს, “ამაზე საუბარი შეიძლება”. სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის თქმით, გვარამიას 4 დღის წინ ესაუბრა და ის ფიქრობს, რომ ცალკე მეტის გაკეთება შეუძლია ოპოზიციური პროცესისთვის. “წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს – “დროას”, “გირჩს” და ზურას, ასევე – ნიკა გვარამიასაც. […]

სად აშენდება თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი? – ნახეთ პროექტები

თსუ პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იგეგმება. თსუ-ს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის პროექტირების კონკურსი დასრულდა. გამოცხადებულ კონკურსში რვა პრეტენდენტმა (ესენია: შპს „ეი-დი-ეს“; შპს „არქიკოლეგიუმი“; შპს „გრინსტუდიო“; შპს „ნს სტუდიო“; შპს „ვოლ“; შპს „ტასჰაბი“; შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“; შპს „მორფ“) წარადგინა პროექტები, რომელთაგან გამარჯვებული 5 თებერვალს გამოვლინდება. თანამედროვე სტანდარტების […]

თურქულმა ბანკებმა რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყეს

თურქეთის ზოგიერთმა ბანკმა დაიწყო რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა და გაამკაცრა მოთხოვნები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ბარათის აღება სურთ. ამის შესახებ რუსული მედია ბიზნესმფლობელებზე, ფინანსურ კონსულტანტებსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. თურქულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა რუსეთის მხრიდან გადახდების დამუშავების მკვეთრი შეწყვეტა წლის დასაწყისში დაიწყეს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსული კომპანიების ანგარიშები დაიხურა ჯერ კიდევ 2022 წელს, მაგრამ ახლა […]

ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა – ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი თბილისშია

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის იანვრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა და საშუალოდ 6.62 ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში, 2023 წლის იანვართან შედარებით კი, ღირებულება 4.6%-ითაა შემცირებული. ხაჭაპურის მომზადების ფასი, ქალაქების მიხედვით, 6.40 ლარსა (ბათუმი) და 7.11 ლარს (თბილისი) შორის მერყეობს. ანალიზი აჩვენებს, რომ […]

“ოცნების” პრემიერებიდან ყველაზე მეტხანს ვიყავი ამ თანამდებობაზე… აუცილებელია, გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებსაც მიეცეთ საშუალება, გამოავლინონ შესაძლებლობები – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” გუნდში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გუნდის თითოეულ წარმატებულ პოლიტიკოსს თავის გამოჩენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. “დღეს, მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალურად განხორციელდა ცვლილებები, მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი მე […]

პარლამენტი ახალ პრემიერსა და მთავრობის წევრებს მომდევნო კვირას დაამტკიცებს – ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია საპარლამენტო განხილვებში

პარლამენტი ახალ პრემიერს და მთავრობის წევრებს, მომდევნო კვირას დაამტკიცებს. ოპოზიცია მთავრობის განახლებული გუნდის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუმცა ისინი საპარლამენტო განხილვებში ჩაერთვებიან. “ცხადია, დავესწრები ახალი მთავრობის წარდგენას. ამ მომენტში, არანაირი განსაკუთრებული კითხვები არ მაქვს, რადგანაც გაურკვეველია, რა იცვლება. თუკი გაჩნდა განცდა, რომ რამე იცვლება, მაშინ, ბუნებრივია, კითხვებიც გაჩნდება,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე […]

ბრიუსელში, სამიტის პარალელურად, ფერმერები აქციას მართავენ

ბრიუსელში, სამიტის პარალელურად, ფერმერები აქციას მართავენ. გაზრდილი ბიუროკრატია, იაფი იმპორტირებული პროდუქტები, ევროკავშირის გარემოსდაცვითი ახალი პოლიტიკა – ეს ის საკითხებია, რის მოგვარებასაც ბელგიელი ფერმერები მთავრობისგან მოითხოვენ. მომიტინგეების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევები, გუნდის სიძლიერე, არჩევნების შედეგები – ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ძლიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ტანდემი – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევები, გუნდის სიძლიერე, არჩევნების შედეგები. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ძლიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ტანდემი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მინდა მივულოცო ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ხოლო ირაკლი კობახიძეს – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება. მათი შედეგები, ერთის შემთხვევაში მთავრობის ხელმძღვანელის სახით, მეორის შემთხვევაში კი […]