ირაკლი კობახიძეს უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში და დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება – კალაძე
“დღეს უკვე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებულია. ირაკლი ღარიბაშვილი არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ. მინდა წარმატებები ვუსურვო მას,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა. “პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ამ ყველაფერში “ქართული ოცნების” თითოეული მხარდამჭერის როლი არის უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, რომ იმ თანადგომასა […]
ISFED-მა, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტი “თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში” წარმოადგინა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტი “თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში” წარმოადგინა. პროექტის მთავარი მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ფართომასშტაბიანი და დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარებაა. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმაც მიმართა.
გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა და დღეს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არაა, ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი – მამუკა მდინარაძე
“ამ ქვეყანაში გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “მარტივი არ არის ამ პასუხისმგებლობის […]
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით – პაველ ჰერჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. მისივე თქმით, ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს. “საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 9 თვეა დარჩენილი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივიდან, არსებითად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ეს ეხება არა მხოლოდ თავად არჩევნებს, […]
ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც არის საჯარო – მამუკა მდინარაძე
ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში. მან მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც საჯაროა, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი. მამუკა მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება გუნდმა ერთობლივი მსჯელობით მიიღო. „რას შეეხება გადაწყვეტილებებს, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ჩვენ პოლიტსაბჭოზე გვქონდა ასეთი […]
ორბანი დათანხმდა — EU უკრაინას 50 მილიარდით დაეხმარება

ევროკავშირი შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფაზე. კიევი თანხას ევროკავშირის ბიუჯეტიდან მიიღებს. „მივაღწიეთ შეთანხმებას. ყველა [წევრი სახელმწიფოს] ლიდერი შეთანხმდა დამატებით 50-მილიარდიან დახმარებაზე უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უზრუნველყოფს უკრაინის ხანგრძლივ და პროგნოზირებად დაფინანსებას. ევროკავშირი უკრაინის დახმარებაში პასუხისმგებლობას იჩენს, ვიცით, რა დგას სასწორზე“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს, 1 თებერვალს. მიშელს არ […]
ღარიბაშვილის თქმით, არჩევანი ზაფხულში ან ახლავე გადადგომას შორის ჰქონდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არჩევანი ჰქონდა ზაფხულამდე დარჩენილიყო თანამდებობაზე, თუმცა ახლავე გადადგომა არჩია. „ჩვენს გუნდში არის შიდა დემოკრატია. ყველაზე მეტხანს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან — 5 წელი — პრემიერ-მინისტრი ვიყავი მე. გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, […]
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, კობახიძისგან NATO-ში ელჩობაზე მიიღო შეთავაზება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძისგან მიიღო შეთავაზება, NATO-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავოს, რასაც მისივე განცხადებით, დიდი ალბათობით დათანხმდება. ბურჭულაძის თქმით, ის 13 წელია საჯარო მოხელეა და თანამდებობის დატოვებას თავადაც განიხილავდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად 4 თვე აქვს: „პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო მთელს გუნდს. […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის მხარდაჭერის შეთანხმებაზე – კარგი დღეა ევროპისთვის

შეთანხმება მიღწეულია – კარგი დღეა ევროპისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდაჭერისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. „შეთანხმება მიღწეულია. ევროპულმა საბჭომ ჩვენი პრიორიტეტები დააფიქსირა. უკრაინის მხარდაჭერა. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა […]
ანა ნაცვლიშვილი – რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის – ბურჭულაძე, ალბათ, ნატო-შიც არ წავა და ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას

ბურჭულაძე იმით დაგვამახსოვრდა, რომ ოკუპაციის პირობებში, ლიბერალიზმი ქვეყნის მთავარ საფრთხედ დაასახელა, ალბათ, ნატო-შიც არ წავა და ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზება მიიღო. ამასთან ნაცვლიშვილის განცხადებით, კობახიძის პრემიერად წარდგენა „საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ […]