დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში, ნიკა გვარამიას უნდა “გამარჯვების კოალიციასთან” ერთად მონაწილეობდეს პროცესში – ამაზე საუბარი შეიძლება – პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ს კვლავ უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს საარჩევნო პროცესში და თუ სურვილი აქვს, “ამაზე საუბარი შეიძლება”. სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის თქმით, გვარამიას 4 დღის წინ ესაუბრა და ის ფიქრობს, რომ ცალკე მეტის გაკეთება შეუძლია ოპოზიციური პროცესისთვის.
“წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს – “დროას”, “გირჩს” და ზურას, ასევე – ნიკა გვარამიასაც. მე დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში, ნიკა გვარამიას კვლავ უნდა “გამარჯვების კოალიციასთან” ერთად მონაწილეობდეს პროცესში. თუ მას ამის სურვილი აქვს, ამაზე საუბარი შეიძლება. ოთხი დღის წინ ვესაუბრე ნიკა გვარამიას, თუმცა ეს მხოლოდ მეგობრული საუბარი იყო,” – აცხადებს მანჯგალაძე.
ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ მას ყველა პროდასავლურ პარტიასთან აქვს კონსულტაცია, მათ შორის – სთან, ელენე ხოშტარიასთან, ზურა ჯაფარიძესთან და “ლელოსთან”.
“პირველად მესმის პაატა მანჯგალაძის ეს განცხადება. არ ვადასტურებ. არავითარი მოლაპარაკებები “სტრატეგია აღმაშენებელთან” არ დამიწყია. ყველა პროდასავლურ პარტიასთან კომუნიკაცია მაქვს. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვინც თვითონ დაადასტურა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია, ესენი არიან: ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში