მამუკა მდინარაძე – გვქონდა პერიოდი, როცა განსაკუთრებული პრივილეგია, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა – დღეს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი

ამ ქვეყანაში გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ასეთი თანამდებობის პირების […]
უკრაინის პრემიერი – მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის

მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განაცხადა. „მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის შესახებ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ომის დროს უკრაინელი ხალხის გამძლეობის მიმართ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნაზე გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთიანობას. „მადლობას ვუხდი შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის […]
Galt & Taggart – დეკემბერში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა

Galt & Taggart-ის ცნობით, დეკემბერში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა. როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Galt & Taggart-ის ცნობით,2023 წლის დეკემბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი 8.3%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 5.9%-იანი ზრდის შემდეგ. „ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზარდა. ამასთან, ნომინალური მშპ წლიურად 10.2%-ით გაიზარდა და 79.7 მლრდ ლარი შეადგინა (30.3 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო მშპ […]
შალვა პაპუაშვილი – ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით

ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდგომ განუცხადა. პაპუაშვილი ულოცავს ირაკლი ღარიბაშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას, ირაკლი კობახიძეს კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას. „ორივეს შედეგები, ერთი შემთხვევაში მთავრობის ხელმძღვანელის სახით და მეორეს შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის სახით, […]
თსუ-ის მე-6 კორპუსის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, თსუ-ს მე-6 სასწავლო კორპუსში მსხვილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა. თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შეიცვალა კონდიცირებისა და წყალარიდების […]
ირაკლი ფავლენიშვილი – 12 წელია „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე

12 წელია „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე – ეს ხალხს არ აინტერესებს, ქართველ ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს, მათ სურთ ცვლილებები და ამიტომაც 2024 წლის არჩევნებზე „ოცნება“ დასრულდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა არ არის ის, […]
Madrid Fusión 2024-ზე საქართველომ სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

„სტუმარმასპინძლობა – საქართველოს მთავარი კერძი“- მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 ქართულ სამზარეულოს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 3- დღიან კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, სტუმრებმა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებმა ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იყო ეგრეთწოდებული Show Kitchen. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონგრესის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბილბაოს საერთაშორისო კონფერენციაში – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ – მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბილბაოს საერთაშორისო კონფერენციაში – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ – მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა, ნანა ბუკიამ და ნიკა მაღრაძემ, ხსნადობის წონასწორობაზე საერთო იონური მოქმედების […]
მამუკა მდინარაძე – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ოპოზიციური ველი არის მოშიშვლებული და აქ არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არ გვაქვს, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს დავდებთ და საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის – ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვინდა რომ გვქონდეს და ეს გადახალისება ამაში კიდევ უფრო მოგვეხმარება – ამის შესახებ […]