ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივი#სალომე ზურაბიშვილი
არქივი

#სალომე ზურაბიშვილი

news.ge-ის ძველი საიტის რედაქციის 400 სტატია ამ თემაზე, ცვლილებების გარეშე.

30 სექტემბერი, 2024

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ემიგრანტის პოსტს აზიარებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ემიგრანტის პოსტს აზიარებს "ფბ პოსტებიდან -ეს ერთი და სხვა მრავალი : “რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ჩემი მეგობარი, რომელიც 2008 წლის შემდეგ ესპანეთშია და ამ ხნის მანძილზე არასოდეს…

30 სექტემბერი, 2024

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ვარშავაში ანჟეი დუდას შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ვარშავაში ანჟეი დუდას შეხვდება, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჟეი დუდას შეხვდება დაგეგმილია…

20 სექტემბერი, 2024

ნანუკა ჟორჟოლიანი: პოლიტიკაში, უპატიებელი მხოლოდ სამშობლოს ღალატია

"სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად, ნიკას შეწყალების შემდეგ ვაღიარე და იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი შეიწყალა, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ქართულ პოლიტიკაში დეფიციტური თვისება, პირად წყენებზე მაღლა დადგა. ამ თვისების დანახვამ გამიჩინა განცდა,…

19 სექტემბერი, 2024

სალომე ზურაბიშვილი: საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა !

"საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა ! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის…

17 სექტემბერი, 2024

კობახიძე: ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქართველებმა ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს ოს დებს და ძმებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მონანიება და შერიგება არის ტერიტორიების აღდგენის გზა და ვისაც ეს…

16 სექტემბერი, 2024

სალომე ზურაბიშვილი: არსად არ წავალ და არაფერს არ დავთმობ

"არსად არ წავალ და არაფერს არ დავთმობ" | სალომე ზურაბიშვილი - ორშაბათს, 22:00 საათზე, "მხოლოდ ლელასთან". "მე ვემზადებოდი იმისთვის, რომ გადავსულიყავი ახალ ეტაპზე, როცა უკვე დაფიქრდები შენ გასულ კარიერაზე, ანალიზებს აკეთებ უკვე ამ განვლილი…

14 სექტემბერი, 2024

თაკო ჩარკვიანი: ბიძინა კვერნაძის ხუმრობის არ იყოს “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს”…..

"ისე, შუბლის ძარღვი რომ გაწყდება ერთმა მაგარმა მწერალმა თქვა, მერე იოლია ალბათ ცხოვრება და თუ საერთოდ არ გაქვს, ვერც მშობლის მწერლობა, ან კინორეჟისორობა გიშველის, როგორც ბიძინა კვერნაძემ იხუმრა ნიჭიერად, გეორგიევსკის ტრაქტატზე გადაღებული…

12 სექტემბერი, 2024

ლაშა ბუღაძე: "დაკარგულ სულებზე" დროს ნუ გავხარჯავთ, ვინც პატრიოტია, მათ მოტივირებაზე და ხმების არგაფანტვაზე ვიფიქროთ!

"გაზაფხულზე პროტესტის დომინანტი ძალა სამოქალაქო საზოგადოება იყო - უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდები, ახლა კი პრინციპში პოლიტიკური (და არა სამოქალაქო) პროცესია და დომინანტები პარტიები არიან, რომელიც მცდელობის მიუხედავად, დომინანტები ვერ…

6 სექტემბერი, 2024

სალომე ზურაბიშვილი: მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება - არსად დაკარგულა - მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას

ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა, -…

5 სექტემბერი, 2024

კობახიძე ზურაბიშვილზე: მისი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი

„სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პარტნიორების ერთი პატარა ჭანჭიკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლება რა…

26 აგვისტო, 2024

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის - მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა

ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ…

24 აგვისტო, 2024

სალომე ზურაბიშვილი: ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის…

10 აგვისტო, 2024

სალომე ზურაბიშვილი: ცხინვალის რეგიონში რუსი და სეპარატისტი ძალების მიერ მისი მოტაცებიდან 19 წლის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი ამაყად დგას პარიზის ოლიმპიადაზე - მისი გამარჯვება ქართული გამძლეობის დასტურია

ცხინვალის რეგიონში რუსი და სეპარატისტი ძალების მიერ მისი მოტაცებიდან 19 წლის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი ამაყად დგას პარიზის ოლიმპიადაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ცხინვალის…

7 აგვისტო, 2024

გია ხუხაშვილი: თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…

"ცოტა ხანს დავასვენოთ ჩვენი ჟურნალისტები და მოსაზრებები ფბ-მონოლოგის რეჟიმში გადავიტანოთ. თუ ცოტა წინ გავიხედავთ და მოვლენების განვითარების ვარიანტების მოდელირებას მოვახდენთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკური ლოგიკა ბიძინას უბიძგებს პრეზიდენტის…

3 აგვისტო, 2024

სალომე ზურაბიშვილი: შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება!

''შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს, და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!'' - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შოვის…

28 ივლისი, 2024

74% პრეზიდენტის ქართულ ქარტიას დადებითად აფასებს - Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 10% სრულად ინფორმირებულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმა ქართულ ქარტიასთან დაკავსირებით, 30% მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, 60% კი…

26 ივლისი, 2024

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. „სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და…

23 ივლისი, 2024

გია ხუხაშვილი: რაც შეეხება ივანიშვილის განმეორებით განცხადებას, რომ გამარჯვების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” აგებინონ პასუხი ...

“ივანიშვილს ახასიათებს წინასაარჩევნოდ ახალი დედლაინის დათქმა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, პირველ და მეორე ტურს შორის, როდესაც ძალიან გაუჭირდა, გამოვიდა და გვითხრა, ერთ წელიწადში ყველა პრობლემას გადავწყვეტო. მოკლედ, დღესაც იმავეს…

15 ივლისი, 2024

იაგო ხვიჩია: უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია, ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ

ხელისუფლების მხრიდან უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია, ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ, რაც ცოტა მეც მაკვირვებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო…

27 ივნისი, 2024

ბექა კობახიძე: ასეთ დროს, ასეთი სექტანტები რანაირად ხართ? რანაირად ახერხებთ?

"ვილი სანიოლმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიასა და ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში ისეთი მწვრთნელების გვერდით, როგორებიც იყვნენ ნოდარ ახალკაცი, ანდრო ჟორდანია და გავრილ კაჩალინი. ამას აწი ვეღარაფერი შეცვლის. ეს კაცი…

27 ივნისი, 2024

პრეზიდენტი: ვულოცავ საქართველოს - არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში

გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს. არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და…

15 ივნისი, 2024

სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. “შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი…

14 ივნისი, 2024

სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს: რუსული კანონის გამო თქვენი უფლებები შეიზღუდა - ორგანიზაციებს გაუგებარ გამჭვირვალეობას სთხოვენ

თქვენი [შეზღუდული შესაძლებლობის პირთა] უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებული იქნა „რუსული კანონი“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ…

13 ივნისი, 2024

შალვა პაპუაშვილი: ...ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი

ეს აჩვენებს მის [სალომე ზურაბიშვილის] სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, როდესაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს. როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი…

6 ივნისი, 2024

"ლევილი ჩამორთმეულია" - საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს წერილი წულუკიანს

საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი წერილს ავრცელებს. კერძოდ, ზურაბიშვილი ეხმაურება 24-26 მაისს მომხდარ ინციდენტს, როცა ფესტივალზე, რომელსაც კულტურის მინისტრი, თეა…

30 მაისი, 2024

დევიდ კამერონი: ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და მისი მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია.…

29 მაისი, 2024

სენატორი ჯინ შაჰინი - იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული - ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა - გაკვირვებული , - ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე წერს. "ჩემი…

28 მაისი, 2024

„ქართული ოცნების" დეპუტატები რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას ტაშით შეეგებნენ.…

<span data-mce-type="bookmark" style="display: inline-block; width: 0px; overflow: hidden; line-height: 0;" class="mce_SELRES_start"> </span> პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა…

20 მაისი, 2024

ბექა ლილუაშვილი: პრეზიდენტმა არ დატოვა სივრცე კანონის გაკეთილშობილებისთვის, რადგან ეს შეუძლებელია მოხდეს - კობახიძემ რაც არ უნდა იკეკლუცოს...

პრეზიდენტმა რომ არ დატოვა სივრცე კანონის გაკეთილშობილებისთვის, რაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნებისთვის” შეიძლება იყოს პროპაგანდის გაჩაღების საფუძველი, მაგრამ ამ პროპაგანდის…