ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
ჩავუღრმავდი და შევეცადე გამეანალიზებინა რა მოხდა პარლამენტში:
ოპოზიციის წარმომადგენელი შარაშიძე გამოდიოდა და ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძეს უთხრა მარტივი ჭეშმარიტება: რაის პრემიერი თქვენ ხართ, ზურგსუკან დაყვებოდი ალიევის ვიზიტისას ივანიშვილს და შენ თვითონ ამბობ, რომ მეორე კაცი ხარო. აი ეს ხალხიო, და დარბაზში მსხდომ უმრავლესობაზე მიუთითა, პირველივე საჭიროებისთანავე ზურგს შეგაქცევთ, როგორც არაერთისთვის შეუქცევიათ. გულის სიღრმეში მათთვისაც არავინ ხართო.
სანამ კობახიძეს პრემიერი ქვია, ეს საშიშ ბრალდებად გამოიყურებოდა უმრავლესობის წევრებისთვის. რათა დაემტკიცებინათ თავიანთი ერთგულება, ყველამ მოიქნია თითო მუშტი.
ამაზე გამახსენდა, გუბაზ სანიკიძემ რომ შეაგინა მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს, ზუსტად ანალოგიურად, ღარიბაშვილისთვის ერთგულების დასამტკიცებლად, მთელმა უმრავლესობამ ცემა გუბაზ სანიკიძე. შემდეგ, იმავე უმრავლესობამ, ტაშის ცემით მიაცილა ღარიბაშვილი და მთელი მისი შლეიფი ციხის კედლებამდე, რადგან მამამ და მარჩენალმა ასე უბრძანათ.
იმ კაცს მარტო სახლში არა აქვს ზოოპარკი, აგერ პარლამენტის შენობაში აქვს და დატკბა ალბათ სცენებით.
რატომ გამოიდეს ასე თავი? რა საჭირო იყო 89 კაცის მიერ ერთის ცემა?
1. ესენი არავისზე არ გაბრაზებულან და არც კობახიძეს არ იცავდნენ. ესენი იცავდნენ საკუთარ თავს, მერე ვინმემ პასუხი რომ არ მოსთხოვოს “პასიურობისთვის”. კადრებში უნდა გამოჩნდეს, რომ მათაც იაქტიურეს;
2. ამათ საკუთარი სტომაქის გარდა არაფერი ადარდებთ. პარლამენტში არის რუხი მასა, რომელსაც საკუთარი ვერც ინიციატივა ექნება და ვერც უინიციატივობა;
3. არასდროს, თუნდაც ძალიან გაბრაზებული ღირსეული ადამიანი, ოთხმოცდამეცხრე აღარ იქნება, როცა ხედავს კაცს 88 ადამიანი ურტყამს. ესენი არიან პატარა კაცები და ქალები, რომლებმაც დღეს ამ აქტით შეიძლება თვითშეფასებაც აიმაღლეს;
4. ამათ აქვთ თავზე …….., საერთოდ არ აინტერესებთ და არ ერიდებიან რას იფიქრებენ ამაზე მოქალაქეები.
მოქალაქეები არ აინტერესებთ, მაგრამ თავიანთი მტკიცებითვე ხომ აინტერესებთ პატრიარქი? პატრიარქის პარლამენტში პირველი ვიზიტისას არ მოხდა ეს ყველაფერი?
ასეთი გათავხედებული მმართველი ძალა უბრალოდ ძალიან საშიშია.
როგორც რიგითი მოქალაქე, მე და ჩემთან ერთად ასეულ ათასობით ადამიანი, აი ამ ხალხს არ ვიმსახურებთ.
ბატონი ტალახაძის ბიოგრაფია ამით დასრულდა. კიდევ სამი ოლიმპიური ოქრო რომ მოიგოს, ამ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავს. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი გვერდიდან მიეპარა კაცს, რომელსაც უკვე სხვები ურტყამდნენ, და სახეში მუშტი ჩაარტყა. და რისთვის გააკეთა ეს? ვინმეს მისი თანაგუნდელებიდან უჭირდა და იმიტომ? არა, ტალახაძეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მას ტყუილად არ ასმევენ და აჭმევენ.
გული მერევა.




