წილოსანი: ეს არის გაგრძელება იმ მახინჯი პოლიტიკის, რომელსაც სამწუხაროდ თავად ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციამ დაუდო საფუძველი

სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, მოლდოვა ამ კუთხით განსაკუთრებულად გამოირჩევა, მას საკუთარ ქვეყანაში 12 მედია საშუალება აქვს აკრძალული და დახურული.

„ამ ყველაფრის ფონზე ალბათ ლოგიკური გაგრძელებაა, რომ „იმედის“, „PosTV-ს“ და „რუსთავი 2“-ის სახით მოლდოვა ნამდვილად არ დაუშვებდა, რომ თავისუფალ სიტყვას ეარსება. ეს არის გაგრძელება იმ მახინჯი პოლიტიკის, რომელსაც სამწუხაროდ თავად ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციამ დაუდო საფუძველი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს“ , „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.